მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების აღსრულება 2026 წელს სახელმწიფოს ₾28.8 მლნ დაუჯდება - კანონპროექტი
„ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების აღსრულება 2026 წელს სახელმწიფოს ₾28.8 მლნ დაუჯდება - კანონპროექტი

„ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების აღსრულება 2026 წელს სახელმწიფოს ₾28.8 მლნ დაუჯდება - კანონპროექტი

BM.GE13 მაისი, 2026, 21:10|bm.ge

„ტყის კოდექსში“ ცვლილებების შესატანად სახელმწიფოს საბიუჯეტო ხარჯები უნდა გაიზარდოს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის პროექტის მიხედვით, ცვლილებების შესრულება სახელმწიფოს მხოლოდ 2026 წელს 28.8 მლნ ლარი, ხოლო 2027-2029 წლებში, ყოველწლიურად 19 741 200 ლარი დაუჯდება.

პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, დღეისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ტყის უკანონო ჭრა რჩება. ამ მიმართულებით კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრევენციას, რაც ფიზიკური დაცვის ორგანიზებას, შესაბამის ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებს, კონკრეტულ ტერიტორიებზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრას და გეგმურ თუ არაგეგმურ მონიტორინგს საჭიროებს. მათივე განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ „ეროვნულ სატყეო სააგენტო“ ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქციას შეიძენს. ცვლილებების მთავარი მიზანი ტყეების უკეთ დაცვა, უკანონო ჭრების შემცირება და ამავდროულად, სატყეო სექტორის უფრო ეფექტიან და ნაკლებად ბიუროკრატიულ მართვაზე გადასვლაა. ამისთვის კი შეიქმნება „ტყის მცველის“ პოზიცია, ეროვნულ სატყეო სააგენტოში დამატებით 499 ადამიანის დასაქმდება და მერქნული რეალიზაციის დამატებითი მექანიზმის ამოქმედდება. საჭირო იქნება კონკრეტული სახის ტექნიკა-დანადგარების შესყიდვა, სატყეო გზების რეაბილიტაცია-მოწყობა, უნიფორმები და სხვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილებები გავლენას იქონიებს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ისე მის შემოსავლებზე. უფრო კონკრეტულად კი:

სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს 2026 წლის ბიუჯეტიდან ცვლილებების შესრულებისთვის საჭირო ₾28.8 მილიონი შემდეგნაირად განაწილდება:

• 499 თანამშრომლის 6 თვის ხელფასი - 6 705 000 ლარი; • ტექნიკა/აღჭურვილობა (950 სამხრე კამერა, 150 ფოტოხაფანგი, 1200 პლანშეტი, 9 რეგიონის პორტატული რადიოგადამცემი სადგური, 1200 რაცია, SMART პატრულირების პროგრამული უზრუნველყოფა, 54 ავტომანქანა პიკაპი, 2 ექსკავატორი) - 16,490,000 ლარი; • სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია - 4,795,000 ლარი, ჯანმრთელობის დაზღვევა - 110 000 ლარი; • უნიფორმა და ფეხსაცმელი - 500 000 ლარი; • ავტომანქანების საწვავი - 200 000 ლარი; • დაზღვევის ხარჯები, რომელიც დამოკიდებული იქნება შესყიდვის (ტენდერის) შედეგებზე.

2027-2029 წლებში ცვლილებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დამატებით 19 741 200 ლარი უნდა გამოიყოს:

• 499 თანამშრომლის 12 თვის ხელფასი - 13 411 200 ლარი; • სატყეო გზების მოწყობა/რეაბილიტაცია - 5,000,000 ლარი; • დაზღვევა - 330,000 ლარი; • უნიფორმა და ფეხსაცმელი - 500 000 ლარი; • ავტომანქანების საწვავი - 500 000 ლარი; • დაზღვევის ხარჯები, რომელიც დამოკიდებული იქნება შესყიდვის (ტენდერის) შედეგებზე. • საპენსიო შენატანები - 6 თვეში დაახლოებით - 130 000 ლარამდე. ხოლო 2027-2029 წლებში წლიურად დაახლოებით- 270 000 ლარამდე. ამ თანხების ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება საპენსიო სისტემაში ჩართული თანამშრომლების რაოდენობაზე.

• იზრდება ბიუჯეტის შემოსავლები

ხარჯვითი ნაწილის ზრდის პარალელურად, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლები, თუმცა გადააჭარბებს თუ არა ის ხარჯებს, კანონპროექტიდან არ ირკვევა.

"2026 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით შევა საშემოსავლო გადასახადი ახალი თანამშრომლების 6 თვის ხელფასიდან დაახლოებით 1 341 120 ლარი(6 თვის ხელფასი შეადგენს 6 705 600 ლარს, ამ თანხის 20 % ). ხოლო, 2027-2029 წლებში კი (12 თვის ხელფასიდან - 13 411 200 ლარი) - 2 682 240 ლარი ყოველწლიურად.

სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ასევე გავლენას მოახდენს ის გარემოებაც, რომ პროექტი ითვალისწინებს ხე-ტყის დამზადების უფლების აუქციონის წესით გაცემას. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო ფასზე.

სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ასევე გავლენას მოახდენს ის გარემოებაც, რომ განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის შედეგად მოჭრილი საშეშე მერქანი შესაძლებელი იქნება გაიყიდოს პირდაპირი მიყიდვის ფორმით სოციალური დანიშნულებით მოსახლეობაზე და სასაზღვრო სექტორებზე, ისევე როგორც სამეურნეო ჭრის და სანიტარიული ჭრის შემთხვევაში. აღნიშნული ცვლილების შედეგად გაიზრდება რეალიზებული საშეშე მერქნის ოდენობა და შესაბამისად, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავალიც და გაიზრდება მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებიც. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება გაყიდული საშეშე მერქნის რაოდენობაზე.

კანონპროექტი გავლენას მოახდენს სსიპ -ეროვნული სატყეო სააგენტოს შემოსავლებზე იმ ნაწილში, რომ უნდა გაიცეს ნებართვა არამერქნული რესურსის მოპოვებაზე, რომლის ღირებულებაც 200 ლარი იქნება. შემოსავალი დამოკიდებული იქნება მოპოვებული არამერქნული რესურსის სახეობაზე და რაოდენობაზე. შესაბამისად, გაიზრდება სატყეო სააგენტოს მიერ ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობაც.

კანონპროექტი გავლენას მოახდენს სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შემოსავლებზე, ვინაიდან მათ უნდა უზრუნველყონ აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრა. შესაბამისად, გაიზრდება მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობაც, რაც დამოკიდებული იქნება ჩასატარებელი აუქციონების რაოდენობაზე და მომსახურების ფასსზე", - წერია განმარტებით ბარათში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“ტრამპს სამხედრო მოქმედებების განახლებისთვის კონგრესის თანხმობა არ სჭირდება” - პიტ ჰეგსეტი

“ტრამპს სამხედრო მოქმედებების განახლებისთვის კონგრესის თანხმობა არ სჭირდება” - პიტ ჰეგსეტი

BM.GE

Ford-ი კენტუკიში მონაცემთა ცენტრებისთვის ბატარეების დამზადებას იწყებს

Ford-ი კენტუკიში მონაცემთა ცენტრებისთვის ბატარეების დამზადებას იწყებს

BM.GE

ComCom-ის თავმჯდომარემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პროექტები განიხილა

ComCom-ის თავმჯდომარემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პროექტები განიხილა

BM.GE

უზბეკეთის საინვესტიციო ფონდმა ლონდონის ბირჟაზე $604-მილიონიანი IPO განახორციელა

უზბეკეთის საინვესტიციო ფონდმა ლონდონის ბირჟაზე $604-მილიონიანი IPO განახორციელა

BM.GE