მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უახლოეს პერიოდში სურსათზე კიდევ უფრო გაზრდილ ფასებს მივიღებთ - დისტრიბუტორები საწვავისა და დენის გაძვირებაზე
უახლოეს პერიოდში სურსათზე კიდევ უფრო გაზრდილ ფასებს მივიღებთ - დისტრიბუტორები საწვავისა და დენის გაძვირებაზე

უახლოეს პერიოდში სურსათზე კიდევ უფრო გაზრდილ ფასებს მივიღებთ - დისტრიბუტორები საწვავისა და დენის გაძვირებაზე

BM.GE4 მაისი, 2026, 23:38|bm.ge

საწვავისა და ელექტროენერგიის გაძვირება სურსათის ფასში ეტაპობრივად ისახება, - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ინფლაციის მაჩვენებლის შეფასებისას აცხადებს.

როგორც BMG-სთან ლაშა რიჟამაძე აღნიშნავს, ამ ფაქტორებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ სასურსათო პროდუქციაზე ფასები მომდევნო პერიოდში კიდევ გაიზრდება. ასოციაციაში ამბობენ, რომ გლობალური და შიდა ფაქტორების გათვალისწინებით, იმპორტირებული პროდუქცია უკვე გაძვირდა, რაც ბაზარზე ეტაპობრივად ისახება.

“ყველა სხვა ელემენტის გაძვირება საბოლოოდ მაინც დაკავშირებულია სურსათის ფასთან. ეტაპობრივად ხდება მისი ასახვა. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ელექტროენერგია გაძვირდა, ეს საბოლოოდ ისახება სურსათის ფასში. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ საწვავი ძვირდება, ესეც პროპორციულად ისახება სურსათში [ფასში] და ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნებული მონაცემების შესაბამისად, სადაც გვაქვს ზრდა, საბოლოოდ თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სურსათის ფასში, რომელიც გვექნება უახლოეს პერიოდში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საბოლოოდ ეს ყველა მაჩვენებელი თავის ზეგავლენას მოახდენს და უახლოეს პერიოდში მივიღებთ შედარებით უფრო გაზრდილ [ფასების] მაჩვენებელს სურსათთან მიმართებაში.

გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ჰქონდა, [ამ ფაქტორებს სურსათის ფასზე გავლენა], მაგრამ ეს არის განგრძობადი პროცესი და ეტაპობრივად ისახება სურსათის ფასზე. მომხმარებელს არ ხვდება ერთიანად მთლიანად შეცვლილი ფასი, მისი ასახვა ეტაპობრივად ხდება პროდუქტის ტიპიდან გამომდინარე და დამოკიდებულია ბევრ სხვა გარემოებაზე - საიდან ხდება იმპორტი, რა ფასი არის მათ შორის გლობალური, რა ცვლილებებია საერთაშორისო გადაზიდვის კუთხით და შიდა ის დამატებითი პრობლემატური საკითხები, რომელიც საბოლოოდ ზეწოლას ახდენს ფასის ფორმულირებაზე.

საერთაშორისო მომწოდებლებისთვის წარმოების პროცესი ძვირდება, რაც საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მტკივნეულად ისახება საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ სამი კომპონენტისგან შედგება [ფასი] - ეს არის საერთაშორისო მომწოდებლის მიერ გაძვირებული ფასი, გაზრდილი საერთაშორისო გადაზიდვა და გაზრდილი შიდა ლოგისტიკური ხარჯი. ამ სამი კომპონენტის ჯამი საბოლოოდ უფრო ხელშესახებია ჩვენი მომხმარებლისთვის, ვიდრე საზღვარგარეთის ამა თუ იმ მომხმარებლისთვის”, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

ცნობისთვის, ინფლაცია ბოლო თვეებში დაჩქარდა და ფასების საერთო დონის წლიურმა ზრდამ აპრილში 5.9%-ს მიაღწია, რაც ბოლო 2 წლის მაქსიმუმია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE