მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უბრუნდება თუ არა იტალია ბირთვულ ენერგიას?
უბრუნდება თუ არა იტალია ბირთვულ ენერგიას?

უბრუნდება თუ არა იტალია ბირთვულ ენერგიას?

BM.GE24 მაისი, 2026, 14:15|bm.ge

იტალიის მთავრობამ ქვეყანაში ბირთვული ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის აღსადგენად საკანონმდებლო ბაზის მომზადება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის ინიციატივა მიზნად ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცებას მიმდინარე ზაფხულშივე ისახავს. როგორც ოფიციალურ რომში განმარტავენ, ეს ნაბიჯი ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებასა და ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფების შემცირებას შეუწყობს ხელს. ამასთან, ახალი სტრატეგიით მოხერხდება წიაღისეული საწვავის ბაზარზე არსებული არასტაბილურობისა და გეოპოლიტიკური შოკებისაგან თავის დაცვა.

აღსანიშნავია, რომ ახალი სამთავრობო გეგმა აქცენტს იმ მცირე მოდალურ რეაქტორებზე აკეთებს, რომლებიც ტრადიციულ ანალოგებთან შედარებით კომპაქტური ზომით გამოირჩევა. დასახელებული ტექნოლოგია, თეორიულად, უფრო სწრაფად და იაფად აშენებადია. Politico-ს ცნობით, თუ მელონის გეგმა საბოლოოდ ამოქმედდება, იტალია მსგავსი ელექტროსადგურიდან დენის მიღებას 15 წლის შემდეგ პირველად შეძლებს. საყურადღებოა ვიცე-პრემიერ მატეო სალვინის პროგნოზიც, რომლის თანახმადაც პირველი რეაქტორები ექსპლუატაციაში 2032 წლისთვის შევა. თუმცა ანალიტიკოსები ამ პროგნოზს ზედმეტად ოპტიმისტურად მიიჩნევენ და სექტორში არსებულ ფინანსურ რისკებზე მიუთითებენ.

რაც შეეხება მთავარ გამოწვევებს, ანალიტიკოსები სამართლებრივი ჩარჩოს მომზადებისას ქვეყანაში საზოგადოებრივი პროტესტის ტალღის დაწყებას მოელიან, რადგან ბირთვული ენერგიის მიმართ იტალიაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ექსპერტების შეფასებით, იტალიის პოლიტიკური სისტემის არასტაბილურობა კიდევ ერთი ფაქტორი იქნება, რაც პროექტის განხორციელებას კიდევ უფრო შეაფერხებს. მაგალითისთვის, თუ მოქმედი მთავრობა ხელშეკრულებებს გააფორმებს, შესაძლოა, მომდევნო კაბინეტმა ყველა გადაწყვეტილება გააუქმოს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სერიოზულ ბარიერს ადგილობრივი თემების წინააღმდეგობაც ქმნის. რეგიონულ სასამართლოებში ადმინისტრაციულმა დავებმა შესაძლოა სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მშენებლობა წლებით შეაჩეროს.

ამასთან, სპეციალისტები მიუთითებენ იტალიის თავისებურ "პარადოქსზე" - ფაქტზე, რომ ქვეყანა ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილის იმპორტს საფრანგეთიდან ახორციელებს. თანაც იმ ფონზე, როცა ოფიციალური პარიზი რომს დენს სწორედ ბირთვული რეაქტორების გამოყენებით აწვდის.

ცნობისთვის, იტალიამ ბირთვული რეაქტორები 1987 წელს რეფერენდუმის საფუძველზე, ჩერნობილის კატასტროფის შემდგომ შეაჩერა. მოგვიანებით, სილვიო ბერლუსკონის კაბინეტის მცდელობა სექტორის აღდგენის თაობაზე, 2011 წელს ფუკუსიმას ავარიის ფონზე გამართულმა კიდევ ერთმა რეფერენდუმმა დაბლოკა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE