მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. UBS-ის წმინდა მოგება 1 წელიწადში 80%-ით გაიზარდა
UBS-ის წმინდა მოგება 1 წელიწადში 80%-ით გაიზარდა

UBS-ის წმინდა მოგება 1 წელიწადში 80%-ით გაიზარდა

BM.GE30 აპრილი, 2026, 02:47|bm.ge

შვეიცარიული ფინანსური ინდუსტრიის გიგანტმა, UBS-მა 2026 წლის პირველი კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა და ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. კომპანიის წმინდა მოგებამ $3 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტები საშუალოდ $2.3 მილიარდიან მოგებას პროგნოზირებდნენ. როგორც ირკვევა, ფინანსური მაჩვენებლების ზრდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეულმა საბაზრო მერყეობამ და სავაჭრო შემოსავლების რეკორდულმა მატებამ განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ ბანკის საინვესტიციო მიმართულების შემოსავალი წლიურად 27%-ით გაიზარდა, რაშიც გადამწყვეტი როლი სავაჭრო დეპარტამენტის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ითამაშა. ამასთან, აქტივების მართვის გლობალურმა დეპარტამენტმა $37 მილიარდის მოცულობის ახალი კაპიტალი მოიზიდა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სერჯო ერმოტის განცხადებით, ორგანიზაცია შვეიცარიის მთავრობასთან ახალ კაპიტალურ მოთხოვნებზე კონსტრუქციულ დიალოგს გააგრძელებს. მისივე თქმით, რეგულაციების შესაძლო გამკაცრება ბანკის სტრატეგიულ კურსს ვერ შეცვლის.

კვარტალური შედეგის გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა ასევე, რომ Credit Suisse-ის ინტეგრაციის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება, რაც ბანკს ხარჯების დაზოგვისა და ეფექტიანობის გაზრდის საშუალებას მისცემს. ამჟამად კუმულაციურმა დანაზოგმა $11.5 მილიარდს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ UBS-მა Credit Suisse-ი 2023 წელს, სახელმწიფოს შუამავლობით განხორციელებული გადაუდებელი გარიგების ფარგლებში შეიძინა. ეს ნაბიჯი Credit Suisse-ის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად გადაიდგა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE