მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „უძრავ ქონებაზე ფასი და მოთხოვნა გაიზრდება" – ილია წულაია
„უძრავ ქონებაზე ფასი და მოთხოვნა გაიზრდება" – ილია წულაია

„უძრავ ქონებაზე ფასი და მოთხოვნა გაიზრდება" – ილია წულაია

BM.GE27 მაისი, 2026, 18:16|bm.ge

„არქის“ დამფუძნებლის ილია წულაიას შეფასებით, მსხვილი საერთაშორისო დეველოპერებისა და ინვესტორების საქართველოში შემოსვლა უძრავი ქონების ბაზრის მიმართ მზარდ ინტერესს ადასტურებს. წულაია bmg-თან საუბრისას აცხადებს, რომ შედეგად როგორც მოთხოვნა, ისე ფასები მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ გაიზრდება.

წლევანდელ პროგნოზებზე საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ფასები 10%-ის, მოთხოვნა კი 20%-ის ფარგლებში მოიმატებს.

“მე ვვარაუდობ, რომ წელს გაყიდვების ზრდა დაახლოებით 20%-ის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება ფასების ზრდას, ჩემი პროგნოზით, ის დაახლოებით 10%-ს მიაღწევს. როდესაც მოთხოვნა იზრდება, ბუნებრივია, იზრდება ფასებიც, მატულობს მიწის ღირებულება, სამშენებლო მასალების ფასები და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტებიც. შესაბამისად, ეს ყველაფერი საბოლოოდ უძრავი ქონების ფასების ზრდას განაპირობებს.

მოთხოვნის ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ისეთი საერთაშორისო გიგანტების შემოსვლა საქართველოში, როგორებიც არიან „ტრამპ თაუერი,“ „ემაარი“ და „იგლ ჰილსი“. ჩვენ უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულებები მსხვილ დეველოპერულ კომპანიებთან BI Group-თან და ერთობლივ პროექტებსაც ვიწყებთ. მსგავსი მასშტაბის კომპანიების ბაზარზე გამოჩენა მკაფიო სიგნალია იმისა, რომ საქართველო მიმზიდველი და მზარდი ბაზარია.

ამაზე საუბრობენ თავად საერთაშორისო პარტნიორები. ისინი საქართველოში ინვესტიციებს იმიტომ ახორციელებენ, რომ ქვეყანას ხედავენ, როგორც სტაბილურ და პერსპექტიულ ბაზარს. ამ პროცესს დამატებით ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდაც.

როდესაც უცხოელი ინვესტორები უძრავ ქონებაში მნიშვნელოვან თანხებს აბანდებენ, ეს ნიშნავს, რომ მათ სჯერათ ქვეყნის სტაბილურობისა და ბაზრის განვითარების პოტენციალის. ეს კი მთლიანად სექტორისთვის ძალიან დადებითი და მნიშვნელოვანი სიგნალია.“ - განაცხადა წულაიამ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა

BM.GE

90 დღის შემდეგ, ირანში მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა ნაწილობრივ აღუდგა

90 დღის შემდეგ, ირანში მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა ნაწილობრივ აღუდგა

BM.GE

Financial Times-ი ქართული Lion Finance Group-ის შესახებ წერს

Financial Times-ი ქართული Lion Finance Group-ის შესახებ წერს

BM.GE

ბოლო 5 წელიწადში კლინიკების მომსახურება 37%-ით გაძვირდა - რა იწვევს ჯანდაცვის ინფლაციას?

ბოლო 5 წელიწადში კლინიკების მომსახურება 37%-ით გაძვირდა - რა იწვევს ჯანდაცვის ინფლაციას?

BM.GE