მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. UEFA-ს საკლუბო ტურნირების მედია შემოსავლები $5 მილიარდს გადააჭარბებს
UEFA-ს საკლუბო ტურნირების მედია შემოსავლები $5 მილიარდს გადააჭარბებს

UEFA-ს საკლუბო ტურნირების მედია შემოსავლები $5 მილიარდს გადააჭარბებს

BM.GE2 მაისი, 2026, 05:00|bm.ge

UEFA Champions League-ის გლობალური პოპულარობა განაპირობებს იმას, რომ 2027 წლიდან UEFA-ს მამაკაცთა საკლუბო ტურნირებისთვის მედია-უფლებებიდან წლიური შემოსავალი $5 მილიარდს გადააჭარბებს, რაც მიმდინარე მაჩვენებელზე დაახლოებით 20%-ით მეტია.

ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის კომერციული და მედია უფლებები ახლა იმართება UC3-ის მიერ, ეს არის ერთობლივი საწარმო UEFA-სა და European Football Clubs-ს შორის (ყოფილი European Club Association), ხოლო გაყიდვების აგენტად მოქმედებს Relevent Football Partners.

ნოემბერში, მას შემდეგ რაც 2027-31 წლების ციკლის მედია უფლებები უკვე გაიყიდა ევროპის ხუთ უდიდეს ბაზარზე — საფრანგეთზე, გერმანიაზე, ესპანეთზე, იტალიასა და დიდ ბრიტანეთზე UC3-მა ხუთშაბათს კიდევ 19 ქვეყნისა და ტერიტორიისთვის გააფორმა შეთანხმებები ამერიკასა და ევროპაში.

ამ გარიგებებმა, რომლებმაც ჯამში $910 მილიონი მოიტანა (დაახლოებით 40%-ით მეტი 2024-27 წლების ციკლთან შედარებით), მოიცავდა იმასაც, რომ Paramount+-მა მიიღო ექსკლუზიური უფლებები სამივე ტურნირზე კანადაში, ასევე ჩემპიონთა ლიგის მატჩების ნახევარზე ცენტრალურ ამერიკაში, მექსიკაში და სამხრეთ ამერიკის დიდ ნაწილში.

ამერიკული მედია კონგლომერატის Paramount Skydance-ის საკუთრებაში მყოფ Paramount+-ს უკვე აქვს ექსკლუზიური უფლებები UEFA-ს საკლუბო ტურნირებზე აშშ-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგის მატჩების უმეტესობაზე გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.

კომპანიას ხელმძღვანელობს დევიდ ელისონი, ლარი ელისონის შვილი და ის სწრაფად იქცა ერთ-ერთ უმსხვილეს მედია ბიზნესად მსოფლიოში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შეთანხმდა Warner Bros Discovery-ის $111 მილიარდად შეძენაზე. შედეგად, Paramount+ სავარაუდოდ UC3-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორიც გახდა.

ამ ახალი გარიგებების შედეგად, UC3-მა უკვე უზრუნველყო $3.8 მილიარდზე მეტი წლიური მედია შემოსავალი 2027 წლიდან, და ჯერ კიდევ დარჩენილია აუქციონები აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის, ასევე სუბ-საჰარის აფრიკის რეგიონებისთვის.

წყაროების ინფორმაციით, UC3-მ უკვე მიაღწია თავისი მიზნის 75%-ს, რაც ნიშნავს, რომ $5 მილიარდამდე მიღწევა რეალურად შესაძლებელია.

ამჟამად ეს სამი ტურნირი წლიურად დაახლოებით $4.2 მილიარდს გამოიმუშავებს, რომლის 90%-ზე მეტი ნაწილდება იმ კლუბებს შორის, რომლებიც ამ შეჯიბრებებში მონაწილეობენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE