მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უფასო სწავლა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში|ხომ არ იცვლება სტუდენტთა მობილობის წესი?
უფასო სწავლა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში|ხომ არ იცვლება სტუდენტთა მობილობის წესი?

უფასო სწავლა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში|ხომ არ იცვლება სტუდენტთა მობილობის წესი?

BM.GE15 მაისი, 2026, 20:40|bm.ge

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ზვიად გაბისონიას ინფორმაციით, საგრანტო დაფინანსების წესის გაუქმების მიუხედავად, სტუდენტების მობილობის წესი არ იცვლება.

ამის შესახებ მან პარლამენტში, განათლების კომიტეტზე, „ოცნების“ დეპუტატ მარიამ ლაშხის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

საქმე ის არის, რომ „ქართული ოცნების“ განათლების რეფორმის შედეგად, საგრანტო დაფინანსების წესი შეიცვალა და აბიტურიენტებს/სტუდენტებს სწავლა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუფინანსდებათ.

გივი მიქანაძის მოადგილე ირწმუნება, რომ არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სტუდენტები მობილობას ჩვეულებრივ შეძლებენ.

„სხვა უმაღლეს სასწავლებელში მობილობის დროს ორი მთავარი კრიტერიუმი მოქმედებს: პირველი - უნივერსიტეტში უნდა არსებობდეს ვაკანტური ადგილი, რომ მობილობა გამოცხადდეს და მეორე - სტუდენტმა უნდა გადალახოს კომპეტენციის ზღვარი.

ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ამ მიმართულებით დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდეს. გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევა, თუ სტუდენტმა, მაგალითად, ჩააბარა სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კერძო, ფასიან სასწავლებელში გადავიდეს – ვინაიდან საგრანტო პრინციპი აღარ არსებობს, სწავლა ავტომატურად ფასიანი გაუხდება და პირიქით – თუ სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა ვაკანსია და მსურველი მობილობის ყველა პირობას აკმაყოფილებს, მას სწავლა უფასო გაუხდება. ეს არის სრულიად ნათელი და გამჭვირვალე მიდგომა“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

გარდა ამისა, განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სტუდენტს ნებისმიერ დროს შეუძლია ხელახლა ჩააბაროს ეროვნული გამოცდები, რათა უფასო სწავლების მოდელში ჩაერთოს. „აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში დამატებითი შეზღუდვების დაწესებას არ ვგეგმავთ“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხაშურთან ქარის სამი ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

ხაშურთან ქარის სამი ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

BM.GE

საუდის არაბეთი მსოფლიოს ჩემპიონატის სპონსორი გახდა

საუდის არაბეთი მსოფლიოს ჩემპიონატის სპონსორი გახდა

BM.GE

ვაშინგტონმა პეკინს საინვესტიციო საბჭოს შექმნა ოფიციალურად შესთავაზა

ვაშინგტონმა პეკინს საინვესტიციო საბჭოს შექმნა ოფიციალურად შესთავაზა

BM.GE

მთავრობამ თავდაცვის სამინისტროს აშშ-სგან გრანტების მიღების უფლება მისცა

მთავრობამ თავდაცვის სამინისტროს აშშ-სგან გრანტების მიღების უფლება მისცა

BM.GE