მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. UFC 333-ის ბილეთების ფასები 8 700 დოლარს აღწევდა - დეტალები აბუ-დაბის ტურნირის შესახებ
UFC 333-ის ბილეთების ფასები 8 700 დოლარს აღწევდა - დეტალები აბუ-დაბის ტურნირის შესახებ

UFC 333-ის ბილეთების ფასები 8 700 დოლარს აღწევდა - დეტალები აბუ-დაბის ტურნირის შესახებ

BM.GE25 ოქტომბერი, 2026, 20:23|bm.ge

ოფიციალური მონაცემებით, აბუ-დაბიში, Etihad Arena-ზე გამართული UFC 333-ის ბილეთების ფასი 373 დოლარიდან დაახლოებით 8 700 დოლარამდე მერყეობდა. ღირებულება ადგილების კატეგორიის მიხედვით განისაზღვრებოდა.

კატეგორია ფასი (AED) დაახლოებით აშშ დოლარში Category 8 1,368 $373 Category 7 2,420 $659 Category 6 4,210 $1,146 Category 5 7,893.75 $2,148 Category 4 14,735 $4,009 Category 3 18,000 $4,899 Category 2 25,000 $6,807 Category 1 32,000 $8,713

რაც შეეხება ღონისძიების ფინანსურ მხარეს, საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები არ იძლევა საშუალებას, განისაზღვროს UFC 333-ის სრული ბიუჯეტი, რომელიც მებრძოლების ჰონორარებთან ერთად არენის, წარმოების, უსაფრთხოებისა და სხვა საოპერაციო ხარჯებსაც მოიცავს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WAM-ის ცნობით, ღონისძიება აბუ-დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტთან პარტნიორობით ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს გამართული UFC 333-ის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მესამე შეხვედრა იყო. დვალიშვილი ოქტაგონზე UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დასაბრუნებლად გავიდა, თუმცა ხუთ რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. სამივე მსაჯმა გამარჯვება იანს, ანგარიშით 48:47, მიანიჭა. შედეგად, იანმა საჩემპიონო ტიტული შეინარჩუნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა არის ციფრული ვალუტა და რა საფრთეებსა თუ უპირატესობებთანაა დაკავშირებული მისი დანერგვა?

რა არის ციფრული ვალუტა და რა საფრთეებსა თუ უპირატესობებთანაა დაკავშირებული მისი დანერგვა?

BM.GE

Inex Group-მა აეროპორტთან საბაჟო ტერმინალი და სორტირების ცენტრი გახსნა

Inex Group-მა აეროპორტთან საბაჟო ტერმინალი და სორტირების ცენტრი გახსნა

BM.GE

რომელი ქვეყნები ლიდერობენ მსყიდველობითი უნარის პარიტეტით? - PPP რეიტინგი

რომელი ქვეყნები ლიდერობენ მსყიდველობითი უნარის პარიტეტით? - PPP რეიტინგი

BM.GE

წინა მთავრობის დროს იყო იდეა, როგორ შეექმნათ წყალტუბოში "ქართული ლას-ვეგასი"|ცოტნე ჯაფარიძე

წინა მთავრობის დროს იყო იდეა, როგორ შეექმნათ წყალტუბოში "ქართული ლას-ვეგასი"|ცოტნე ჯაფარიძე

BM.GE