მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინა მზად არის ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი ურთიერთობებისთვის ნაბიჯები გადადგას - ზელენსკი
უკრაინა მზად არის ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი ურთიერთობებისთვის ნაბიჯები გადადგას - ზელენსკი

უკრაინა მზად არის ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი ურთიერთობებისთვის ნაბიჯები გადადგას - ზელენსკი

BM.GE27 მაისი, 2026, 16:24|bm.ge

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით ნაბიჯები გადადგას.

„ვულოცავ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ორ ერს აკავშირებს ხანგრძლივი კავშირები და გვაქვს თავისუფლებისა ღირსების საერთო გაგება. საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობას. იმედს ვამყარებთ ორივე მხარისთვის სარგებლობის მომტან ურთიერთობაზე და უკრაინა მზად არის გადადგას ნაბიჯები ამ მიმართულებით", - წერს ზელენსკი X-ზე.

15 მაისს მოლდოვაში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრი სიბიჰას შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ამასთან, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებს, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებს და იმ პოზიციებს, რაც აბრკოლებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. მხარეებმა დაადასტურეს დიპლომატიური ურთიერთობების გაჯანსაღების მნიშვნელობა და დიალოგის გაგრძელების მზაობა.

მანამდე, 4 მაისს, სომხეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შორის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 217 სტატია.

  • უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდაფორმულა
  • ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივატვ პირველი
  • არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან "დაისაჯოს" საქართველოს სახელმწიფორუსთავი 2
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →მხარს →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE