მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "უკრაინამ ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსი უნდა მიიღოს" - გერმანიის კანცლერი
"უკრაინამ ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსი უნდა მიიღოს" - გერმანიის კანცლერი

"უკრაინამ ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსი უნდა მიიღოს" - გერმანიის კანცლერი

BM.GE22 მაისი, 2026, 18:55|bm.ge

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროკავშირში სრული ინტეგრაციის პროცესის დასრულებამდე, უკრაინის ბლოკთან დაახლოების მიზნით, ქვეყანას „ასოცირებული წევრის“ სტატუსის უნდა მიენიჭოს. გერმანიის ლიდერის ინიციატივა უკრაინელი მაღალჩინოსნებისთვის ევროკავშირის სამიტებსა და მინისტერიალებში მონაწილეობის უფლების მიცემას გულისხმობს, თუმცა ხმის მიცემის პროცესში ჩართვას სრულად გამორიცხავს.

ევროკავშირის ხელმძღვანელების, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ანტონიო კოშტასადმი გაგზავნილ წერილში მერცი აღნიშნავს, რომ უამრავი დაბრკოლებისა და რატიფიცირების პროცესის პოლიტიკური სირთულეების გათვალისწინებით, გაწევრიანების პროცედურების მოკლე დროში დასრულება შეუძლებელია. შესაბამისად, უმჯობესია, გამოიძებნოს პოლიტიკური გამოსავალი, რომელიც უკრაინას ევროკავშირსა და მის ძირითად ინსტიტუტებთან დაუყოვნებლივ და არსებითად დააახლოებს.

წარდგენილი წინადადების მიხედვით, უკრაინას უნდა შეეხოს ბლოკის "ურთიერთდახმარების პუნქტიც", რაც ქვეყნისთვის ევროკავშირის ბიუჯეტის გარკვეული ნაწილების გაზიარებას მოიცავს. მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ ნიშნავს გამარტივებულ წევრობას და მისი საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინის სრულფასოვნად მომზადებაა.

საყურადღებო დეტალია ის, რომ ინიციატივა ითვალისწინებს სპეციალურ მექანიზმსაც, რომლის თანახმადაც, თუ კიევი სრული ინტეგრაციისთვის საჭირო ნაბიჯებს არ გადადგამს და კანონის უზენაესობაზე არ იზრუნებს, მერცის მიერ შეთავაზებული "ასოცირებული წევრობა" გაუქმდება.

კანცლერის განმარტებით, დასახელებული გეგმა პასუხობს ომში მყოფი უკრაინის სპეციფიკურ მდგომარეობას და ხელს შეუწყობს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს, რაც აუცილებელია როგორც უკრაინის, ისე მთელი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 217 სტატია.

  • უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდაფორმულა
  • ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივატვ პირველი
  • არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან "დაისაჯოს" საქართველოს სახელმწიფორუსთავი 2
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE