მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინას რობოტების არმიის შექმნა სურს
უკრაინას რობოტების არმიის შექმნა სურს

უკრაინას რობოტების არმიის შექმნა სურს

BM.GE20 მაისი, 2026, 04:10|bm.ge

მიმდინარე წელს უკრაინის შეიარაღებული ძალები სულ უფრო ხშირად იყენებს მიწისზედა რობოტებსა და დრონებს. მაგალითად, უკრაინის მიერ სამხედრო ისტორიაში პირველად განხორციელდა ოპერაცია, როდესაც მოწინააღმდეგის პოზიციების დაკავება და რუსი სამხედროების ტყვედ აყვანა მთლიანად დისტანციურად მართვადი რობოტების მეშვეობით, ქვეითი ჯარის ჩართულობის გარეშე გახდა შესაძლებელი. ამჟამად კი აღნიშნული ტექნოლოგიების საბრძოლო გამოყენება უკრაინული არმიისთვის ყოველდღიური პრაქტიკაა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საჰაერო დრონების პარალელურად, უკრაინამ აქტიურად დაიწყო მუხლუხიანი და თვლიანი მიწისზედა რობოტების გამოცდა, რომლებიც თავდაპირველად დაჭრილების ევაკუაციისა და მომარაგებისთვის გამოიყენებოდა, დღეს კი მათ საიერიშო ოპერაციებშიც ვხედავთ.მიწისზედა დრონები რთულად შესამჩნევები არიან, მუშაობენ ნებისმიერ ამინდში, აქვთ დიდი ტევადობა და ელემენტის ხანგრძლივი რესურსი. მესამე არმიის კორპუსის ინფორმაციით, ტყვიამფრქვევით აღჭურვილმა ერთმა მიწისზედა რობოტმა რუსეთის შეტევის შეკავება 45 დღის განმავლობაში შეძლო, სადაც ის მხოლოდ მსუბუქ ტექნიკურ მომსახურებას და ორ დღეში ერთხელ ელემენტის დამუხტვას საჭიროებდა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო-ტექნოლოგიური სექტორის მიღწევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბოლო სამ თვეში დრონებმა და რობოტებმა 22,000-ზე მეტი მისია შეასრულეს, რითაც ყველაზე სახიფათო ზონებში უკრაინელი სამხედროების სიცოცხლე გადაარჩინეს.

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა The Jerusalem Report-თან საუბრისას აღნიშნა, რომ საინჟინრო პროცესებში სამოქალაქო სექტორი და მოხალისეები აქტიურად ჩაერთვნენ. მისი განმარტებით, საწყის ეტაპზე სპეციალისტებმა კომერციულ დრონებზე სხვადასხვა ტიპის ელექტრონული ბრძოლის სისტემების დამონტაჟება დაიწყეს, რამაც საფუძველი ჩაუყარა ახალი იდეებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნას.

მიუხედავად იმისა, რომ რობოტიზებული სისტემების განვითარების ადრეულ ეტაპს სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან გარკვეული სკეპტიციზმი ახლდა, ბოლოდროინდელი წარმატების ფონზე, აღნიშნული მიმართულება თავდაცვის სტრატეგიის ერთ-ერთ წამყვან კომპონენტად ჩამოყალიბდა და ახლა უკვე უკრაინის ფოკუსი სრულად არის გადართული რობოტების არმიის შექმნაზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 217 სტატია.

  • უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდაფორმულა
  • ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივატვ პირველი
  • არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან "დაისაჯოს" საქართველოს სახელმწიფორუსთავი 2
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE