მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინის პარლამენტმა ევროკავშირის €90-მილიარდიანი ფინანსური დახმარება დაამტკიცა
უკრაინის პარლამენტმა ევროკავშირის €90-მილიარდიანი ფინანსური დახმარება დაამტკიცა

უკრაინის პარლამენტმა ევროკავშირის €90-მილიარდიანი ფინანსური დახმარება დაამტკიცა

BM.GE28 მაისი, 2026, 22:06|bm.ge

უკრაინის პარლამენტმა ევროკომისიის მიერ შეთავაზებული €90 მილიარდის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი დაამტკიცა. როგორც ირკვევა, მიღებული სესხი მეტწილად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებას მოხმარდება.

"მადლობელი ვარ იმ დეპუტატების, რომლებმაც ევროკავშირთან შეთანხმების რატიფიცირება ასე ოპერატიულად განახორციელეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კენჭისყრა იყო ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

არსებული ინფორმაციით, ფინანსური დახმარება ორწლიან პერიოდზე გადანაწილდება და მის ფარგლებში უკრაინა წლიურად €45 მილიარდს ($49 მლრდ.) მიიღებს. გამოყოფილი თანხის დაახლოებით ორი მესამედი თავდაცვის ხარჯებს მოხმარდება, ხოლო დარჩენილი ნაწილით სახელმწიფო ბიუჯეტი დაფინანსდება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კიევს სესხის ძირითადი თანხის დაფარვა მხოლოდ რუსეთისგან რეპარაციების მიღების შემთხვევაში მოუწევს. ეს კი, ანალიტიკოსების შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა. აღსანიშნი ფაქტია, რომ ევროკავშირი აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის დაფარვას საკუთარ თავზე აიღებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ფინანსური ტრანშის პირველი ნაწილი კიევში მიმდინარე წლის ივნისში ჩაირიცხება.

შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ სესხის დამტკიცება აპრილში, უნგრეთისა და სლოვაკეთის მხრიდან ვეტოს მოხსნის შემდეგ მოახერხა. ამ შეთანხმებამ დაასრულა ის მრავალთვიანი პოლიტიკური დაპირისპირება, რომლის დროსაც უკრაინისთვის უმსხვილესი ფინანსური პაკეტის მიწოდება ვერ ხერხდებოდა.

ცნობისთვის, ბუდაპეშტი და ბრატისლავა თანხმობის სანაცვლოდ უკრაინისაგან "დრუჟბას" დაზიანებული ნავთობსადენის აღდგენას ითხოვდნენ. საუბარია იმ ინფრასტრუქტურაზე, რომლითაც რუსული ნავთობი ორივე სახელმწიფოს მიეწოდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 217 სტატია.

  • უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდაფორმულა
  • ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივატვ პირველი
  • არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან "დაისაჯოს" საქართველოს სახელმწიფორუსთავი 2
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE