მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინული თავდასხმების გამო, რუსეთმა დონ-აზოვის არხში ნაოსნობა შეაჩერა
უკრაინული თავდასხმების გამო, რუსეთმა დონ-აზოვის არხში ნაოსნობა შეაჩერა

უკრაინული თავდასხმების გამო, რუსეთმა დონ-აზოვის არხში ნაოსნობა შეაჩერა

BM.GE11 ივლისი, 2026, 16:09|bm.ge

რუსეთმა დროებით შეაჩერა ნაოსნობა დონ-აზოვის არხზე - სანაოსნო გზაზე, რომელიც მდინარე დონს აზოვის ზღვასთან აკავშირებს - ამის შესახებ პარასკევს მარცვლეულის ექსპორტის სექტორში მომუშავე სამმა წყარომ განაცხადა.

ეს ნაბიჯი აზოვის ზღვაში უკრაინის მიერ 13 რუსულ გემზე (მათ შორის 10 ტანკერზე) განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა.

ბაზრის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთიდან - რომელიც ხორბლის მსოფლიოში უმსხვილესი ექსპორტიორია - ხორბლის ექსპორტის თითქმის მეოთხედი სწორედ აზოვის ზღვის გავლით ხორციელდება.

რუსეთის სასაზღვრო დაცვამ გადამზიდავ კომპანიებს უკვე აცნობა, რომ ქერჩის სრუტის გავლით (რომელიც აზოვისა და შავ ზღვებს აკავშირებს) გადაადგილების შესახებ განაცხადები პარასკევს, ადგილობრივი დროით 18:10 საათიდან აღარ მიიღება. სასაზღვრო დაცვა ექვემდებარება უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს (FSB).

გავრცელებულ შეტყობინებაში არ არის მითითებული, თუ როდის მოიხსნება ეს შეზღუდვა.

რუსეთის წამყვანი მარცვლეულის მწარმოებელი რეგიონები - როსტოვი და კრასნოდარი, აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. შავი ზღვის რეგიონში ქვეყნის სიდიდით მეორე პორტი კი - ქერჩის სრუტეში.

რუსეთის სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სამინისტროებს კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებიათ.

პარასკევს, ბაზარზე აზოვის ზღვით ნაოსნობის შესაძლო შეჩერების შესახებ გავრცელებული ხმების ფონზე, ბირჟა Euronext-ზე ხორბლის ფასი 4%-ით გაიზარდა და ბოლო ექვსი კვირის მაქსიმუმს მიაღწია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გარდაბანში კუსტარულად მოწყობილ ცხოველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს

გარდაბანში კუსტარულად მოწყობილ ცხოველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს

BM.GE

ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია

ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია

BM.GE

YogaFest 2026 – სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე

YogaFest 2026 – სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე

BM.GE

სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამისთვის რეგიონებისთვის გამოყოფილი თანხა ₾13.8 მილიონამდე გაიზარდა

სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამისთვის რეგიონებისთვის გამოყოფილი თანხა ₾13.8 მილიონამდე გაიზარდა

BM.GE