
უმსხვილესი რუსული ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების რეიტინგი
2026 წლის მონაცემებით, რუსეთის ტერიტორიაზე საერთო ჯამში 382 ნავთობგადასამუშავებელი საწარმო ოპერირებს. ეს რიცხვი მოიცავს როგორც გიგანტურ ინდუსტრიულ კომპლექსებს, ისე მცირე და მიკრო საწარმოებს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ოპერირებენ.
მიუხედავად საწარმოების ასეთი დიდი რაოდენობისა, ინდუსტრიის ძირითად ბირთვს და საექსპორტო სიმძლავრეებს რამდენიმე მსხვილი კორპორაცია აკონტროლებს, მათ შორისაა: Rosneft, Gazprom Neft, Lukoil და Slavneft.
ამჯერად გაგაცნობთ რუსეთის ტოპ 10 ყველაზე მსხვილი ნავთობქარხნის რეიტინგს წლიური გადამუშავების სიმძლავრის მიხედვით:
1. ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
მფლობელი: Gazprom Neft
წარმადობა: 21-22 მილიონი ტონა წელიწადში
2. კირიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
მფლობელი: Surgutneftegaz
წარმადობა: 20-21 მილიონი ტონა წელიწადში
3. რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
მფლობელი: Rosneft
წარმადობა: 17-18 მილიონი ტონა წელიწადში
4. ქსტოვოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
მფლობელი: Lukoil
წარმადობა: 17 მილიონი ტონა წელიწადში
5. იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
მფლობელი: Slavneft
წარმადობა: 15 მილიონი ტონა წელიწადში
6. ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
მფლობელი: Lukoil
წარმადობა: 14.8 მილიონი ტონა წელიწადში
7. პერმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
მფლობელი: Lukoil
წარმადობა: 13.1 მილიონი ტონა წელიწადში
8. მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
მფლობელი: Gazprom Neft
წარმადობა: 12 მილიონი ტონა წელიწადში
9. კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
მფლობელი: Rosneft
წარმადობა: 10 მილიონი ტონა წელიწადში
10. კომსომოლსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
მფლობელი: Rosneft
წარმადობა: 10 მილიონი ტონა წელიწადში
BM.GE
წყარო: bm.ge