მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უნგრეთის ახალი ლიდერი ვიშეგრადის ჯგუფის აღდგენასა და გაფართოებას გეგმავს
უნგრეთის ახალი ლიდერი ვიშეგრადის ჯგუფის აღდგენასა და გაფართოებას გეგმავს

უნგრეთის ახალი ლიდერი ვიშეგრადის ჯგუფის აღდგენასა და გაფართოებას გეგმავს

BM.GE22 მაისი, 2026, 21:45|bm.ge

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანას ვიშეგრადის ოთხეულის აღდგენა და ევროკავშირის დიპლომატიურ წრეებში მისი გავლენის გაძლიერება სურს. როგორც ირკვევა, მადიარი განიხილავს გაერთიანების პოტენციურ გაფართოებასაც. კერძოდ, დიდ ოთხეულში ავსტრიის, რუმინეთისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების შემატებას. ცნობისთვის, ვიშეგრადის ჯგუფი ამჟამად მხოლოდ უნგრეთს, პოლონეთს, სლოვაკეთსა და ჩეხეთს აერთიანებს.

თუ ბლოკის თავდაპირველი მიზანი ევროკავშირში ცენტრალური ევროპის ინტერესების დაცვა იყო, ბოლო წლებში მან დიპლომატიური გავლენა შიდა განხეთქილების გამო დაკარგა. ეს დაპირისპირება, უპირველეს ყოვლისა, მადიარის წინამორბედ ვიქტორ ორბანსა და პოლონეთის ანტირუსული და პროევროპული კურსის მქონე პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შორის არსებულ უთანხმოებას უკავშირდებოდა. მას შემდეგ კი, რაც პეტერ მადიარმა ორბანი მიმდინარე წლის აპრილის არჩევნებში დაამარცხა, რეგიონული ალიანსების აღდგენის ალბათობა ისევ გაჩნდა. უნგრეთის ახალი ლიდერი პირველი საერთაშორისო ვიზიტით პოლონეთს რამდენიმე დღის წინ სწორედ ამ მიზნით ეწვია.

ვარშავაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიშეგრადის ჯგუფს შეუძლია დაიბრუნოს სიცოცხლისუნარიანობა და გავლენა ევროკავშირში. მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ თანამშრომლობა გაფართოვდეს და მოიცვას სკანდინავიის ქვეყნები, ავსტრია, ხორვატია, სლოვენია, რუმინეთი ან დასავლეთ ბალკანეთის ის სახელმწიფოები, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან. მადიარმა ასევე დასძინა, რომ უნგრეთი, როგორც ვიშეგრადის ჯგუფის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანა, ივნისის ბოლომდე ბუდაპეშტში სამიტის ორგანიზებასაც შეეცდება.

პარალელურად, ორმხრივი კავშირების აღდგენის მნიშვნელობას დონალდ ტუსკმაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მზად არის პარტნიორებთან ერთად ერთობლივი ევროპული დღის წესრიგიც განიხილოს. პოლონეთის ლიდერის განცხადებით, უნგრეთი და პოლონეთი ერთიანი ძალებით იმოქმედებენ როგორც ბრიუსელში, ისე გეოპოლიტიკურ საკითხებში, რადგან მათ თითქმის იდენტური საერთო ინტერესები აქვთ. ტუსკმა უნგრეთს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაში დახმარებაც შესთავაზა და მაგალითად პოლონეთის მიერ რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების სწრაფი შემცირების გამოცდილი მეთოდი მოიყვანა.

მადიარმა დაადასტურა, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება თანამშრომლობის გაძლიერების კარგი შესაძლებლობაა და უნგრეთი პოლონეთის გამოცდილებას სიამოვნებით გაიზიარებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE