მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უნგრეთის ახალმა მთავრობამ ევროკავშირის თავდაცვის სესხის მოთხოვნა 16-დან 5 მილიარდ ევრომდე შეამცირა
უნგრეთის ახალმა მთავრობამ ევროკავშირის თავდაცვის სესხის მოთხოვნა 16-დან 5 მილიარდ ევრომდე შეამცირა

უნგრეთის ახალმა მთავრობამ ევროკავშირის თავდაცვის სესხის მოთხოვნა 16-დან 5 მილიარდ ევრომდე შეამცირა

BM.GE26 სექტემბერი, 2026, 00:07|bm.ge

უნგრეთის ხელისუფლებამ ბრიუსელს აცნობა, რომ ევროკავშირის პროგრამა "SAFE"-ის (Security Action For Europe) ფარგლებში თავდაცვის სესხის მოთხოვნის 5.4 მილიარდ ევრომდე შეზღუდვას გეგმავს - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა თომას რენიემ პარასკევს განაცხადა.

ეს მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია იმ 16.4 მილიარდ ევროზე, რომელსაც თავდაპირველად უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ითხოვდა.

თავდაპირველი ინიციატივა ორბანის შემცვლელმა, პეტერ მადიარმა გააპროტესტა. არსებული ინფორმაციით, მადიარს წინა მთავრობასთან დაკავშირებული სავარაუდო კორუფციული რისკების გამო საწყისი გეგმის გადახედვა სურდა.

"ჩვენ უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან ყოველთვის მკაფიოდ ვაფიქსირებდით, რომ მათ ექნებოდათ არსებული ვითარების შეფასების შესაძლებლობა. ახლა კი მათ გადაწყვიტეს იმაზე ნაკლები აიღონ, ვიდრე თავდაპირველად უნგრეთისთვის გვქონდა გამოყოფილი", - დასძინა რენიემ.

პარალელურად, პარასკევს დადასტურდა იტალიისთვის "SAFE"-ის ფარგლებში გამოყოფილი თავდაცვის სესხის ოდენობაც: რენიეს თქმით, რომმა ოფიციალურად 8 მილიარდი ევრო მოითხოვა.

ეს თანხაც თითქმის განახევრებულია 14.9 მილიარდ ევროსთან შედარებით, რომლის მიღებასაც თავდაპირველად იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მთავრობა გეგმავდა.

შეღავათიანი სესხების პროგრამა "SAFE" ბრიუსელმა გასულ წელს აამოქმედა ბლოკის მასშტაბით თავდაცვითი ინდუსტრიისა და სამხედრო მზადყოფნის გასაძლიერებლად - რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ.

პროგრამის საერთო ბიუჯეტი 150 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელიც 19 წევრ ქვეყანაზე უნდა განაწილდეს.

"SAFE" წარმოადგენს ევროკომისიის გეგმის - "Readiness 2030"-ის ნაწილს, რომლის მიზანიც ათწლეულის ბოლომდე თავდაცვის სფეროში დამატებით 800 მილიარდ ევრომდე დანახარჯების მობილიზებაა. ინიციატივა განსაკუთრებულ აქცენტს პრიორიტეტული სამხედრო პროდუქციის შესყიდვაზე აკეთებს.

პროგრამის პირობების თანახმად, შესასყიდი შეიარაღების სისტემების ღირებულების სულ მცირე 65% წარმოებული უნდა იყოს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, უკრაინაში, ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ სახელმწიფოებში.

დარჩენილი 35%-ის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი მესამე ქვეყნიდან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 141 სტატია.

  • "დაბალი დონის გადაწყვეტილება" - პაპუაშვილი აკრიტიკებს ევროკავშირს, რომ “ოცნება“ გაფართოვების ფორუმზე არ მიიწვიესტვ პირველი
  • ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად სპეციალურ საგანგებო მექანიზმს აამოქმედებსფორმულა
  • ევროკავშირს უნდოდა, ჩვენი ხელისუფლება ჩაენაცვლებინათ ისეთი მმართველობით, როგორიც არის დღევანდელი ჩვენი ოპოზიცია, რომელიც იქნებოდა მარიონეტული - ზურაბ რურუარუსთავი 2
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
ევროკავშირის →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BM.GE

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

BM.GE

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

BM.GE

ოქროს უმსხვილესი შემსყიდველების რეიტინგი

ოქროს უმსხვილესი შემსყიდველების რეიტინგი

BM.GE