მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უცხო ქვეყნის მოქალაქეს 43 ავტომობილის ჩამოყვანას დაჰპირდა და ₾1 მილიონი გამოსძალა - ბრალი 1 პირს წარედგინა
უცხო ქვეყნის მოქალაქეს 43 ავტომობილის ჩამოყვანას დაჰპირდა და ₾1 მილიონი გამოსძალა - ბრალი 1 პირს წარედგინა

უცხო ქვეყნის მოქალაქეს 43 ავტომობილის ჩამოყვანას დაჰპირდა და ₾1 მილიონი გამოსძალა - ბრალი 1 პირს წარედგინა

BM.GE12 მაისი, 2026, 19:37|bm.ge

საქართველოს პროკურატურამ 1 004 798 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდა, რომ საზღვარგარეთიდან საქართველოში, 43 ავტომანქანას ჩამოიყვანდა და გადასცემდა. ბრალდებულმა დაზარალებული მოატყუა, რომ თითქოსდა ავტომანქანების ჩამოსაყვანად საჭირო იყო ავტომანქანების ღირებულების ნაწილის წინასწარ გადახდა, რის შემდეგაც დაზარალებულმა ბრალდებულს ხელზე გადასცა და მის მიერ მითითებულ საბანკო და კრიპტო საფულის ანგარიშებზე გადარიცხა 1 004 798 ლარი. მიუხედავად თანხის გადახდისა, ბრალდებულმა ავტომანქანები არ ჩამოიყვანა და დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას დაეუფლა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • გამჭვირვალობა: "ლილო მოლის" მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 3,5 მილიონი ლარი ჩაურიცხფორმულა
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
  • kursi.ge-ს დამფუძნებელი გიორგი აგლაძე: საცალო მომხმარებლებს და ბიზნესს 350 მილიონი ლარი დავუზოგეთრუსთავი 2
  • ამოღებულია 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება - დააკავეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეტვ პირველი
მილიონი →უცხო →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE