მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უზბეკეთის ერთ-ერთ უმსხვილეს "ასაკაბანკს" ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს
უზბეკეთის ერთ-ერთ უმსხვილეს "ასაკაბანკს" ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს

უზბეკეთის ერთ-ერთ უმსხვილეს "ასაკაბანკს" ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 19:12|bm.ge

ქართველი ბანკირი ირაკლი ელაშვილი უზბეკეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის, სს "ასაკაბანკის" (Asakabank) მმართველო საბჭოს თავმჯდომარის (CEO) პოსტზე დაინიშნა.

ბანკის ოფიციალური ინფორმაციით, მისი ხელმძღვანელობით "ასაკაბანკში" პრიორიტეტული იქნება სტრატეგიული განვითარება, ტრანსფორმაციის პროცესის წარმართვა, კორპორაციული მართვის გაუმჯობესება, საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდა და ციფრული სერვისების მასშტაბირება.

ამასთან, ქართველი მმართველის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავება და ბანკის პრივატიზაციისთვის მომზადება იქნება.

ირაკლი ელაშვილს საბანკო-საფინანსო სექტორში 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. მისი პროფესიული კარიერა როგორც საერთაშორისო საინვესტიციო საბანკო გიგანტებს, ისე რეგიონულ საფინანსო ინსტიტუტებსა და საინვესტიციო კომპანიებს მოიცავს:

საერთაშორისო საბანკო გამოცდილება საქართველოში, უზბეკეთსა და რეგიონში:

2020-2021 წლებში ირაკლი ელაშვილი "ფინკა ბანკი საქართველოს" გენერალური დირექტორი იყო, 2017-2019 წლებში ხელმძღვანელობდა "თიბისი კაპიტალს" და ამავე პერიოდში იყო საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. სხვადასხვა დროს კონსულტაციას უწევდა საქართველოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს.

"ასაკაბანკამდე" ის უზბეკეთში იკავებდა უნგრული OTP Group-ის წევრი Ipoteka Bank-ის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს, სადაც კორპორაციულ და საბაზრო ინსტრუმენტების მიმართულებას კურირებდა. მანამდე იყო უზბეკური Hamkorbank-ის, უკრაინული სახელმწიფო Ukrgasbank-ისა და საერთაშორისო Creditinfo Group-ის სამეთვალყურეო საბჭოების დამოუკიდებელი წევრი. ასევე მუშაობდა აზერბაიჯანული NIKOIL Bank-ის აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად.

ირაკლი ელაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა დიდ ბრიტანეთში - იყო BNP Paribas Corporate and Institutional Banking-ის ბანკირი (2015-2017 წწ.), ხოლო მანამდე, Barclays Investment Bank-ში ეკავა ოპერაციული დირექტორის პოზიცია გლობალური ხაზინის სტრატეგიულ პროექტებში და გავლილი ჰქონდა Barclays-ის გლობალური ლიდერობის განვითარების პროგრამა (2008-2014 წწ.).

ამასთან, ირაკლი ელაშვილი საქართველოში რამდენიმე საინვესტიციო და აქტივების მმართველი კომპანიის - Alpha Capital Advisory-ს, Elysium Asset Management-ისა და Alpha Plus Asset Management-ის თანადამფუძნებელია.

ირაკლი ელაშვილმა საბანკო საქმესა და ფინანსებში ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1998-2002 წლებში დაიცვა, 2006-2008 წლებში კი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურაზე დიდ ბრიტანეთში, London Business School-სა და აშშ-ში, UCLA Anderson School of Management-ში ისწავლა.

სს "ასაკაბანკი" 1995 წელს უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით დაარსდა და დღეს კაპიტალისა და აქტივების მოცულობით ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან სისტემურ ბანკს წარმოადგენს: 2.2 მილიონზე მეტი ფიზიკური და 40 ათასამდე კორპორაციული კლიენტით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა Brent-ის ფასის პროგნოზი $97.44-მდე გაზარდა

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა Brent-ის ფასის პროგნოზი $97.44-მდე გაზარდა

BM.GE

საუბარი გქონდათ 200-ლარიან ზრდაზე, 1000-ლარიან პენსიაზე... ამით ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას მოკლავთ - ლაშა ხუციშვილი

საუბარი გქონდათ 200-ლარიან ზრდაზე, 1000-ლარიან პენსიაზე... ამით ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას მოკლავთ - ლაშა ხუციშვილი

BM.GE

ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა

ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა

BM.GE

ბოლო 10 წელიწადში ქალაქში მოსახლეობა 309 800-ით გაიზარდა, სოფელში - 101 300-ით შემცირდა|საქსტატი

ბოლო 10 წელიწადში ქალაქში მოსახლეობა 309 800-ით გაიზარდა, სოფელში - 101 300-ით შემცირდა|საქსტატი

BM.GE