მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვაჭრობის 95% ავტოიმპორტზე მოდის|როგორია საქართველო-იაპონიის ეკონომიკური კავშირები?
ვაჭრობის 95% ავტოიმპორტზე მოდის|როგორია საქართველო-იაპონიის ეკონომიკური კავშირები?

ვაჭრობის 95% ავტოიმპორტზე მოდის|როგორია საქართველო-იაპონიის ეკონომიკური კავშირები?

BM.GE5 სექტემბერი, 2026, 13:27|bm.ge

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმი გაფორმდა. ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, მხარეებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ციფრული ტექნოლოგიების სფეროში.

აღსანიშნავია, რომ იაპონიასთან ეკონომიკური კავშირები ყველაზე მოცულობითი ავტომობილების იმპორტის ნაწილშია. გთავაზობს მონაცემებს სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრის შესახებ.

ვაჭრობა

ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა რეკორდული 2023 წელს იყო, როდესაც 624 მლნ დოლარს გაუტოლდა. 2026 წლის 7 თვეში კი სავაჭრო ბრუნვა წლიურად 19.6%-ით გაიზარდა და 286 მლნ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის მთლიანად (283.6 მლნ დოლარი) იმპორტია, ექსპორტი მხოლოდ 2.4 მლნ დოლარს შეადგენს. წლიურად იმპორტი გაზრდილია 20%-ით, ხოლო ექსპორტმა 16%-ით იკლო.

აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის მთლიანი ექსპორტ-იმპორტის 95% მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე მოდის. TOP 5 საიმპორტო პროდუქტი 7 თვეში ასეთია:

• მსუბუქი ავტომობილები — 267.13 მლნ $ • სატვირთო ავტომობილები — 3.8 მლნ $ • ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები — 3.2 მლნ $ • აღდგენილი ან ნახმარი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები — 1.5 მლნ $ • სპეციალური დანიშნულების ავტომობილები — 930 ათასი $

რაც შეეხება ძირითადი საექსპორტო საქონლის ხუთეულს:

• ხილისა და ბოსტნეულის წვენები — 1 მლნ $ • ალუმინი დაუმუშავებელი — 846 ათასი $ • ყურძნის ნატურალური ღვინოები — 475 ათასი $ • სხვა სახის ფეხსაცმელი რეზინის ან პოლიმერული მასალის ძირითა და ზედაპირით — 28 ათასი $ • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები — 23ათასი $

იაპონიიდან საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2023 წელს ჩაიდო და 69 მლნ დოლარს შეადგენდა. 2025 წელს ინვესტიციები უარყოფითი იყო და -15 მლნ დოლარი შეადგინა. 2026 წლის პირველ კვარტალში კი 13 მლნ დოლარი დაფიქსირდა

ტურიზმი

იაპონიიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები რეკორდული გასულ წელს იყო და 9474 შეადგინა. 2026 წლის 6 თვეში კი მაჩვენებელი 3524 ვიზიტია.

ფულადი გზავნილები

იაპონიიდან გზავნილები მცირეა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 593 ათასი დოლარი, 2016 წელს იყო. 2025 წელს 352 ათასი დოლარი გადმოირიცხა, ხოლო წელს, 7 თვეში 291 ათასი დოლარი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს - სეს

აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს - სეს

BM.GE

გაყვანილია 368-მეტრიანი გვირაბი - რა ეტაპზეა აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა?

გაყვანილია 368-მეტრიანი გვირაბი - რა ეტაპზეა აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა?

BM.GE

5 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

5 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE