მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Value 360 Ventures ორ ახალ საერთაშორისო პლატფორმას შემოიყვანს – რას სთავაზობს კომპანია სტარტაპებს?
Value 360 Ventures ორ ახალ საერთაშორისო პლატფორმას შემოიყვანს – რას სთავაზობს კომპანია სტარტაპებს?

Value 360 Ventures ორ ახალ საერთაშორისო პლატფორმას შემოიყვანს – რას სთავაზობს კომპანია სტარტაპებს?

BM.GE9 მაისი, 2026, 22:04|bm.ge

საქართველოში მოქმედი ვენჩურული კაპიტალის საკონსულტაციო კომპანია Value 360 Ventures, რომელიც ადგილობრივ სტარტაპებსა და ბიზნესებს გლობალურ ბაზრებზე გასვლის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, ქვეყანაში ორი საერთაშორისო პლატფორმის - ესტონური Sparky HR-ისა და სამხრეთკორეული STEM in a Kiss-ის შემოყვანას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის საქართველოს ოპერაციების ხელმძღვანელმა ლია ფუტკარაძემ BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" განაცხადა.

Value 360 Ventures გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების მოდელით მუშაობს, რაც ფინანსურ სარგებელთან ერთად სოციალური და გარემოსდაცვითი შედეგების მიღწევასაც ითვალისწინებს. კომპანია რამდენიმე კონტინენტზე ოპერირებს და მისი საბაზრო ღირებულება უკვე 100 მილიონ დოლარს უახლოვდება.

ლია ფუტკარაძის განმარტებით, საქართველოს მიმართ ინტერესი საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მზარდია, ხოლო პრიორიტეტულ სექტორებს შორის განათლება, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და სოფლის მეურნეობა სახელდება. მისი თქმით, კომპანია არ შემოიფარგლება მხოლოდ დაფინანსებით და სტარტაპებს მენეჯმენტსა და განვითარების პროცესშიც აქტიურად უჭერს მხარს.

"მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპერებისა და ინვესტორებისთვის ეს არ არის მხოლოდ Seed Fund-ი, ანუ ტრადიციული დაფინანსების მოძიების პლატფორმა. Value 360 Ventures-ის მიდგომა გულისხმობს არა მხოლოდ ინვესტირებას, არამედ კომპანიების მართვასა და განვითარებაში აქტიურ მხარდაჭერას, რათა ისინი უფრო ძლიერები გახდნენ და პროცესში რეალურად მონაწილეობდნენ.

ჩვენ უკვე გვაქვს თანამონაწილეობის პრაქტიკა - წელს ესტონეთში, ერთ-ერთ მსხვილ Startup ღონისძიებაზე ჟიურის წევრები ვიყავით და ერთ ესტონურ ციფრულ პლატფორმას 120 000 ევროს ოდენობის მხარდაჭერა გავუწიეთ. ეს მოდელი აერთიანებს როგორც ინვესტიციების მოზიდვასა და კაპიტალის დაბანდებას, ისე საკონსულტაციო მხარდაჭერას, განვითარებას, ინსტიტუციურ გაძლიერებას და იმ კავშირების შექმნას, რომლებიც საბოლოოდ ქმნის მყარ, გლობალურ სამეწარმეო ეკოსისტემას“, – აღნიშნა ფუტკარაძემ.

მისივე ინფორმაციით, ქართულ ბიზნესებსა და სტარტაპებს ორგანიზაციაში გაწევრიანება სპეციალური ე.წ ონბორდინგის პროცესის გავლით შეუძლიათ, რის შემდეგაც კომპანია მათთვის დაფინანსების მოძიებას და საერთაშორისო კავშირების დამყარებას იწყებს.

რაც შეეხება ახალ პლატფორმებს, „Sparky HR“ არის ადამიანური კაპიტალის მართვის ავტომატიზებული ციფრული სისტემა, რომელიც კომპანიებს თანამშრომლების შეფასებასა და შენარჩუნებაში დაეხმარება. მეორე პლატფორმა – „STEM in a Kiss“ კი სამხრეთ კორეული საგანმანათლებლო პროდუქტია, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში მათემატიკური უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.

ლია ფუტკარაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივები ემსახურება როგორც ბიზნესის ეფექტიანობის ზრდას, ისე საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას და ქვეყნის გლობალურ საინვესტიციო ეკოსისტემაში ინტეგრაციას.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"შეკვეთები იზრდება, შესაბამისად, წელს დაახლოებით 10%-იან ზრდას ვვარაუდობთ" - "აჭარა ტექსტილე"

"შეკვეთები იზრდება, შესაბამისად, წელს დაახლოებით 10%-იან ზრდას ვვარაუდობთ" - "აჭარა ტექსტილე"

BM.GE

ინფლაციური მოლოდინები და მიწოდების შოკი - რას შეცვლის რეფინანსირების განაკვეთის ზრდა?

ინფლაციური მოლოდინები და მიწოდების შოკი - რას შეცვლის რეფინანსირების განაკვეთის ზრდა?

BM.GE

“გაიზრდება საშუალო ანაზღაურება”- რა გავლენა ექნება უცხოელების დასაქმების შეზღუდვას შრომის ბაზარზე?

“გაიზრდება საშუალო ანაზღაურება”- რა გავლენა ექნება უცხოელების დასაქმების შეზღუდვას შრომის ბაზარზე?

BM.GE

Amazon-ი გლობალურ ლოგისტიკურ ბაზარზე შედის და UPS-სა და FedEx-ს კონკურენციას უწევს

Amazon-ი გლობალურ ლოგისტიკურ ბაზარზე შედის და UPS-სა და FedEx-ს კონკურენციას უწევს

BM.GE