მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვამჩნევ კამპანიას, რომ თითქოს დასავლეთში უფრო ძვირია პროდუქტები, ვიდრე ჩვენთან, ეს არასწორია - ხუნდაძე
ვამჩნევ კამპანიას, რომ თითქოს დასავლეთში უფრო ძვირია პროდუქტები, ვიდრე ჩვენთან, ეს არასწორია - ხუნდაძე

ვამჩნევ კამპანიას, რომ თითქოს დასავლეთში უფრო ძვირია პროდუქტები, ვიდრე ჩვენთან, ეს არასწორია - ხუნდაძე

BM.GE1 მაისი, 2026, 13:39|bm.ge

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ვერ დაუჭერს მხარს საპარლამენტო კომისიის მიერ ფასების შესახებ მომზადებულ დოკუმენტს, რადგან ტექსტის გასაცნობად დრო არასაკმარისი იყო, თავად ნაშრომი კი კონკრეტულ რეკომენდაციებს ნაკლებად შეიცავს.

ხუნდაძის თქმითვე, მიუხედავად გაწეული დიდი შრომისა, დოკუმენტი უფრო სამეცნიერო ნაშრომს ჰგავს და მასში ნაკლებად ჩანს ისეთი კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც რეალურ შედეგზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებამდე მიიყვანს ხელისუფლებას.

"მოსახლეობა წუხდა, რომ სამომხმარებლო ფასები ძალიან მაღალი იყო და ხშირ შემთხვევაში ვთანხმდებოდით, რომ სხვა ქვეყნებში ფასები ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე ჩვენთან. ახლა კი ვამჩნევ კამპანიას, რომ აბსოლუტურად პირუკუ ვითარებაა და თითქოს დასავლეთში უფრო ძვირია სამომხმარებლო პროდუქტები, ვიდრე ჩვენთან. ეს უკვე არასწორია.

კიდევ ერთხელ ვამბობ: ჩვენ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ვიკამათოთ, ვიჩხუბოთ თუ რაღაცაზე შევთანხმდეთ, თუმცა ამას ფასი მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც შედეგზე გავალთ რაც ყველას გვინდა და ამაში ეჭვი არ მეპარება. ისიც ფაქტია, რომ ძალიან დიდი სამუშაოა ჩატარებული.

რაც შეეხება უშუალოდ „ხალხის ძალისა“ და მათ შორის ჩემს პოზიციას: პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ დღეს გაგვიჭირდება მხარდაჭერა კონკრეტული მიზეზის გამო. დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია, მასში მართლაც დიდი პროფესიონალური შრომაა ჩადებული და ამის არდანახვა არ შეიძლება, თუმცა ის გუშინ, 9 საათზე მოგვაწოდეთ და ფიზიკურად ვერ მოვასწრებდით სრულფასოვნად გაცნობას, რათა სრულფასოვანი გადაწყვეტილება მიგვეღო.

აქ ბევრი საინტერესო დეტალი ვნახეთ, თუმცა ნაკლებად შევნიშნეთ ისეთი კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც კონკრეტულ შედეგზე გაგვიყვანს. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბაზარზე ფასების მატება მხოლოდ შიდა ფაქტორებითაა განპირობებული ეს ხშირად სპეკულაციის ნაწილია. ცხადია, ამას გარე ფაქტორებიც ემატება და მსოფლიო პროცესებიც დიდწილად უწყობს ხელს, მაგრამ ჩვენ შიდა ფაქტორებში უნდა დავზუსტდეთ და სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ.

იყო შემთხვევები, როდესაც სამთავრობო გადაწყვეტილებები, გარკვეულ ნაწილში, პირიქით, ხელს უწყობდა ფასების ზრდას. კარგია, რომ ჩვენი პრეტენზიები და შენიშვნები არაერთ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში ნაწილობრივ გაითვალისწინა.

თუმცა, რომ არ გადავუხვიო, რატომ გვიჭირს ამ დოკუმენტის მხარდაჭერა: მცირე დროის გამო ვერ შევძელით მისი სრულფასოვნად ათვისება. ერთ ღამეში ამის წაკითხვა შეუძლებელია ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა, საკმაოდ რთული დოკუმენტია და ჩაღრმავებას საჭიროებს. ის უფრო მეტად სამეცნიერო ნაშრომს ჰგავს, რაც ალბათ კარგი საფუძველია სწორი რეკომენდაციების შესამუშავებლად. ვერ ვიტყვი, რომ ეს 100-გვერდიანი დოკუმენტი გამოუსადეგარია, პირიქით - დიდ მადლობას ვუხდი აპარატს და ყველას, ვინც მასში მონაწილეობა მიიღო.

ჩვენ უშუალოდ დოკუმენტის ფორმირებაში მონაწილეობა არ მიგვიღია, თუმცა ამ შრომას ვაფასებ. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ ვამბობ: რეკომენდაციები ნაკლებ წონადად არის წარმოდგენილი. მაგალითად, ფარმაცევტულ სექტორში ვითარება ძალიან მძიმეა, როდესაც კვლავ გვაქვს მონოპოლისტური ვერტიკალი ერთი და იგივე სუბიექტია მწარმოებელიც, იმპორტიორიც, დისტრიბუტორიც, დამზღვევიც და კლინიკის მფლობელიც.

ამიტომ, აბსოლუტური გულწრფელობით ვამბობ ვაფასებ, კარგი დოკუმენტია, მაგრამ მინიმუმ დროა საჭირო მის გასაცნობად და ასევე აუცილებელია უფრო კონკრეტული რეკომენდაციების გაცემა. ის, რომ ახლა მხარს არ ვუჭერთ, არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ დავუჭერთ. პირიქით, დიდი ალბათობით მხარს დავუჭერთ მას შემდეგ, რაც გავეცნობით, რათა ჩვენი გადაწყვეტილება იყოს რაღაცაზე დაფუძნებული და არა სპეკულაციური ან გაუაზრებელი", - განაცხადა ხუნდაძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შესაძლოა, ბავშვთა კვებაზე რეფერენტული ფასები დაწესდეს - „ფასების კომისიის“ რეკომენდაცია

შესაძლოა, ბავშვთა კვებაზე რეფერენტული ფასები დაწესდეს - „ფასების კომისიის“ რეკომენდაცია

BM.GE

ელის თუ არა OPEC-ს დაშლა და რას გამოიწვევს კარტელიდან საამიროების გასვლა?

ელის თუ არა OPEC-ს დაშლა და რას გამოიწვევს კარტელიდან საამიროების გასვლა?

BM.GE

ყველა ტიპის ფერმერთან მიმართებით შესაბამისი პროგრამები გვაქვს - დავით სონღულაშვილი

ყველა ტიპის ფერმერთან მიმართებით შესაბამისი პროგრამები გვაქვს - დავით სონღულაშვილი

BM.GE

ქართველი ხელოვანები საერთაშორისო კოლექციონერების რუკაზე - SOLO-ს მხარდაჭერით, პირველი ქართული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო აუქციონი გაიმართა

ქართველი ხელოვანები საერთაშორისო კოლექციონერების რუკაზე - SOLO-ს მხარდაჭერით, პირველი ქართული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო აუქციონი გაიმართა

BM.GE