მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვაშინგტონმა პეკინს საინვესტიციო საბჭოს შექმნა ოფიციალურად შესთავაზა
ვაშინგტონმა პეკინს საინვესტიციო საბჭოს შექმნა ოფიციალურად შესთავაზა

ვაშინგტონმა პეკინს საინვესტიციო საბჭოს შექმნა ოფიციალურად შესთავაზა

BM.GE16 მაისი, 2026, 00:20|bm.ge

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საინვესტიციო საბჭოს ფორმირების იდეით გამოვიდა. არსებული ინფორმაციით, ახალი ინიციატივა მან ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის პეკინში გამართული შეხვედრის ფარგლებში გააჟღერა.

ტელეკომპანია CNBC-სთან ინტერვიუში მინისტრმა აღნიშნა, რომ სპეციალური უწყება არასტრატეგიული სფეროების წინასწარ იდენტიფიცირებას მოახდენს და ეს ნაბიჯი გეოპოლიტიკურ მეტოქესთან ისეთი პარტნიორობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს არ დააზიანებს.

აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო საბჭოს მიღმა თეთრი სახლის წარმომადგენლებმა პეკინთან ერთობლივი სავაჭრო ბორდის შექმნის შესაძლებლობაც განიხილეს. თუმცა ამ მხრივ მეტი დეტალი ჯერ არ გასაჯაროებულა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო დისბალანსზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს. პირისპირ შეხვედრისას დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერს ბაზრის მეტად გახსნისკენ მოუწოდა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, არსებული ბალანსის გამოსწორება ჩინეთის მხრიდან მეტი ამერიკული პროდუქციის შესყიდვის გარეშე ვერ მოხერხდება. ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩინეთიდან იმპორტი შემცირდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE