მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვებგვერდების შემქმნელმა პლატფორმა Wix-მა 1,000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა - რა გახდა მიზეზი?
ვებგვერდების შემქმნელმა პლატფორმა Wix-მა 1,000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა - რა გახდა მიზეზი?

ვებგვერდების შემქმნელმა პლატფორმა Wix-მა 1,000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE29 მაისი, 2026, 04:05|bm.ge

ისრაელში დაფუძნებულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Wix-მა სამუშაო ძალის 20% გაათავისუფლა. საუბარია პლატფორმა მცირე ბიზნესებს ვებსაიტების შექმნასა და მართვაში ეხმარება. როგორც ირკვევა, ეს გადაწყვეტილება ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ და დოლართან მიმართებით შეკელის რეკორდულმა გამყარებამ განაპირობა.

როგორც ცნობილია, გასული წლის განმავლობაში ისრაელის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 30%-ით გამყარდა და ბოლო 33 წლის მაქსიმუმი დაფიქსირდა. ეს კი პრობლემა იმიტომ გახდა, რომ კომპანია შემოსავლების უდიდეს ნაწილს დოლარში იღებს, ხარჯების გაწევა კი შეკელში უწევს. გენერალური დირექტორის თქმით, ეს გარემოება, კომპანიის ამჟამინდელი მასშტაბის გათვალისწინებით, მუშაობის უნარზე სტრუქტურულ ზეწოლას ახდენს და ბიზნესის მდგრადობას საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით თანამშრომლების გათავისუფლება გახდა საჭირო.

რაც შეეხება შემცირებების მეორე მიზეზს, ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ Wix-ს სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციის საშუალება მისცა. ტოპ-მენეჯერის შეფასებით, AI ინსტრუმენტებით უმოკლეს დროში და ნაკლები ძალისხმევით იქმნება ისეთი პროდუქტები, რომელთა არსებობაც ადრე სრულიად წარმოუდგენელი იყო. შესაბამისად, ტექნოლოგიურმა პროგრესმა თანამშრომლებისა და მენეჯერული რგოლების საჭიროება მკვეთრად შეამცირა.

ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის შეფასებით, კომპანიის გადაწყვეტილება მთავრობისა და ცენტრალური ბანკის უმოქმედობამ გამოიწვია. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, დოლარის გაუფასურებაზე ადგილობრივი ეკონომიკის რეაქცია მოსალოდნელზე სწრაფი და მკაცრი აღმოჩნდა, რამაც უცხოურ ვალუტაში შემოსავლის მიღებაზე ორიენტირებული კომპანიები რთული ვითარების წინაშე დააყენა.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ Anthropic-ისა და სხვა კომპანიების ბაზარზე გამოჩენის ფონზე, 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე Nasdaq-ის ბირჟაზე Wix-ის აქციების ფასი თითქმის 50%-ით დაეცა. ამჟამად ერთი აქცია $53.14-ად იყიდება, კაპიტალიზაცია კი მხოლოდ $2.24 მილიარდს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE