მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ველოდებით, რომ ავიაკომპანიები არაპრიორიტეტული მიმართულებების გაუქმებას დაიწყებენ - დეა მაჭავარიანი
ველოდებით, რომ ავიაკომპანიები არაპრიორიტეტული მიმართულებების გაუქმებას დაიწყებენ - დეა მაჭავარიანი

ველოდებით, რომ ავიაკომპანიები არაპრიორიტეტული მიმართულებების გაუქმებას დაიწყებენ - დეა მაჭავარიანი

BM.GE30 აპრილი, 2026, 13:46|bm.ge

ჰერაკლიონის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო განვითარების დირექტორმა, დეა მაჭავარიანმა საავიაციო ბაზარზე არსებულ გამოწვევებსა და მოსალოდნელ ცვლილებებზე BMGTV-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსხვილ ავიაკომპანიებს საწვავის გარკვეული რეზერვი მაისის შუა რიცხვებამდე აქვთ, კრიზისი ფრენების განრიგზე მაინც იქონიებს გავლენას.

მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ ავიაკომპანიები დაიწყებენ იმ მიმართულებების ოპტიმიზაციას, რომლებიც სათანადოდ (96-98%-ით) არ იტვირთება.

"სერიოზულ ავიაკომპანიებს ჯერჯერობით აქვთ საწვავის რეზერვი. მაისის დაახლოებით შუა რიცხვებამდე ყველაფერი კარგად არის. ჩვენ ველოდებით იმას, რომ ავიაკომპანიები დაიწყებენ არაპრიორიტეტული მიმართულებების გაუქმებას. ანუ, ის მიმართულება, რომელიც არ იტვირთება სათანადოდ 96-98%-ით ალბათ, სწორედ ის მიმართულებები შეიწირება საწვავის კრიზისის მიერ. განსაკუთრებით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, რომლებიც ისედაც ყოველთვის აუქმებენ არაპრიორიტეტულ მიმართულებებს.

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ვხედავთ, რომ ქართულ საავიაციო ბაზარს დაარტყა ყურის ქვეყნებში მომხდარმა კრიზისმა და ამას ვხედავთ აეროპორტის მგზავრთნაკადით. თუმცა მეზობელი ქვეყნები მას ერთგვარად მაინც აბალანსებენ. ამავდროულად ვხედავთ დადებით ტენდენციას გერმანიის რეისების დაბრუნებას. ვნახეთ, რომ „კონდორმა“ ისევ აღადგინა რეისები, რაც თავისთავად სასიხარულოა, იმიტომ, რომ მეზობელი და ყურის ქვეყნები როგორც არ უნდა ავსებდეს ქართულ ბაზარს, ბალანსი ყოველთვის კარგია", - ამბობს მაჭავარიანი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE