მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვენახის გასაშენებლად არანაირი ბევრი ცნობა არ არის საჭირო - ლევან მეხუზლა
ვენახის გასაშენებლად არანაირი ბევრი ცნობა არ არის საჭირო - ლევან მეხუზლა

ვენახის გასაშენებლად არანაირი ბევრი ცნობა არ არის საჭირო - ლევან მეხუზლა

BM.GE5 მაისი, 2026, 04:40|bm.ge

"ვენახის გასაშენებლად არანაირი ბევრი ცნობა არ არის საჭირო", - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, სადაც სოფლის ღვინის მწარმოებლებთან ერთად დარგის ახალი რეგულირების მექანიზმს განიხილავენ, რომლის თანახმად, 1 მაისიდან ყველამ, ვისაც ვენახის გაშენება, შემდეგ კი ყურძნისა და ღვინის გაყიდვა სურს, ნებართვა "ღვინის ეროვნული სააგენტოსგან" უნდა მიიღოს.

როგორც ლევან მეხუზლამ განმარტა, საჭიროა ლაბორატორიული ანალიზი, ცნობა, ნიადაგის წყლის დგომა არ იყოს ერთ მეტრზე ნაკლები და წარმოდგენილი იყოს მიწის ნაკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

"ვენახის გასაშენებლად არანაირი ბევრი ცნობა არ არის საჭირო. ეს არის ლაბორატორიული ანალიზი და ცნობა. საქართველოში არსებობს ლაბორატორიები, რომლებიც ამ ანალიზებს წარმატებით და ეფექტურად აკეთებენ და ყველა ამ სფეროშია აკრედიტებული.

შემდეგი რასაც ვითხოვთ, არის ის რომ ნიადაგის დონიდან, ნიადაგის წყლის დგომა არ იყოს ერთ მეტრზე ნაკლები. სადაც ვაშენებთ ვენახს, იმ მიწის ნაკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რეესტრიდან ამონაწერი ან ხელშეკრულება, რომელიც მფლობელს ან დამქირავებელს აძლევს გარანტიას, რომ რამდენიმე წელი მიწა მის განკარგულებაში იქნება.

არსებულ ვენახებს დამატებითი რეგულაცია და მოთხოვნა არ უწესდება. იცვლება მხოლოდ იმ ხალხისთვის, ვინც წელს 1 მაისიდან დააპირებს ვენახის გაშენებას ან ძველი ვენახის შემთხვევაში ჯიშის ცვლილება მოხდება", - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE