მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ვილა მოსავალი" ახალუბანში 22 ვილის მშენებლობის დაწყებას წლის ბოლომდე გეგმავს
"ვილა მოსავალი" ახალუბანში 22 ვილის მშენებლობის დაწყებას წლის ბოლომდე გეგმავს

"ვილა მოსავალი" ახალუბანში 22 ვილის მშენებლობის დაწყებას წლის ბოლომდე გეგმავს

BM.GE29 მაისი, 2026, 20:40|bm.ge

„ვილა მოსავალი“ 22 ვილის მშენებლობის დაწყებას, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში წლის ბოლომდე გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ განუცხადა.

პროექტის კონცეფციის თანახმად, იგეგმება დაბალი ინტენსივობის ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და მათთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. თითოეული შენობისთვის სართულების მაქსიმალური რაოდენობა ორია.

საპროექტო არეალი ჯამში მოიცავს 22 373 კვ.მ-ს, სადაც გარდა 22 ერთეული ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლისა, გათვალისწინებულია საერთო სარგებლობის მაქსიმალურად გამწვანებული სარეკრეაციო ზონა, რომლის ფართობიც 4 470 კვ.მ-ს შეადგენს.

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს განაშენიანების დეტალური გეგმა მოწონებული და დამტკიცებული აქვს. ასევე, განახლებული კონცეფცია დაამტკიცა მცხეთის საკრებულომაც.

„მცირედი ტექნიკური კორექტირებები შევიდა კონცეფციაში, პროექტში არქიტექტურულად არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, გასწორებული ამონაწერის და აზომვითი ნახაზის საფუძველზე გაიცა ნებართვა. მშენებლობას ალბათ მიმდინარე წლის ბოლომდე დავიწყებთ", - აღნიშნა ნიკოლოზ შეყრილაძემ.

რაც შეეხება პროექტის დასრულების ვადას, „ვილა მოსავალის“ გენერალური მენეჯერის თქმით, ამისთვის, სავარაუდოდ, 3-4 წელი იქნება საჭირო. ინვესტიციის ჯამურ მოცულობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად კი, ის აღნიშნავს, რომ ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული, თუმცა დასძინა, რომ პროექტი საკმაოდ მასშტაბური იქნება.

აღსანიშნავია, რომ ვილების პროექტის არეალი "ვილა მოსავლის" სასტუმრო კომპექსის გვერდით მდებარეობს, რომელიც სასტუმროს გარდა მოიცავს 1000 ადამიანზე გათვლილ "ივენთ ჰოლს" და ღია საცურაო აუზს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE