მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვინ არის ქეთევან ხუროძე, რომელიც პარლამენტში მაია ბითაძეს ჩაანაცვლებს?
ვინ არის ქეთევან ხუროძე, რომელიც პარლამენტში მაია ბითაძეს ჩაანაცვლებს?

ვინ არის ქეთევან ხუროძე, რომელიც პარლამენტში მაია ბითაძეს ჩაანაცვლებს?

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 18:26|bm.ge

პარლამენტში კულტურის მინისტრად დანიშნულ მაია ბითაძეს „ქართული ოცნების“ პარტიული სიით ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს. ხუროძე მმართველი პარტიის სიაში მომდევნო ადგილმონაცვლეა.

აღნიშნული ინფორმაცია ხუროძემ On.ge-ს თავადაც დაუდასტურა.

მაია ბითაძე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრად ორი დღის წინ დანიშნა. კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ის თორნიკე ჭეიშვილმა შეცვალა.

რა არის ცნობილი ქეთევან ხუროძის შესახებ

ქეთევან ხუროძე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში 105-ე ნომერია. იგი ბიზნესსექტორში საქმიანობს და რამდენიმე კომპანიას ხელმძღვანელობს:

• არის „მეიდანი ჯგუფში“ შემავალი უძრავი ქონების მართვისა და განვითარების კომპანიის, შპს „მეიდანია ფროფერთის“ დირექტორი; • სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, იკავებს შპს „ძველი მეიდანისა“ და შპს „სიღნაღის ეთნოპარკის“ დირექტორის პოსტებს; • ფლობს 25%-იან წილს თხილის სექტორში მომუშავე კომპანია შპს „ჯეონათში“.

გამოცემა წერს, რომ კერძო სექტორის გარდა, ხუროძე აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა - იგი აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის (East-West University) ვიცე-პრეზიდენტია.

უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ქეთევან ხუროძემ 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2010 წელს — კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ხოლო მოგვიანებით სამოქალაქო სამართლის მიმართულებით დოქტორანტურა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიარა. მას იურიდიულ, საგანმანათლებლო და პროექტების მართვის სფეროებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებსიმედი
  • ოცნების პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩიაფორმულა
  • მორიგი საკადრო ცვლილება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას პარლამენტი მიმდინარე კვირაში უყრის კენჭსრუსთავი 2
  • კრიტიკული კითხვები მოსამართლეობის კანდიდატს - რა ხდებოდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზეტვ პირველი
პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ირანთან ომის შეწყვეტის რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ირანთან ომის შეწყვეტის რეზოლუცია მიიღო

BM.GE

სუსის ახალი ხელმძღვანელის დეკლარაცია საჯარო არ არის - მიზეზი უცნობია

სუსის ახალი ხელმძღვანელის დეკლარაცია საჯარო არ არის - მიზეზი უცნობია

BM.GE

რაჭის კურორტების განვითარების საბოლოო კონცეფციის მომზადების ვადამ გადაიწია

რაჭის კურორტების განვითარების საბოლოო კონცეფციის მომზადების ვადამ გადაიწია

BM.GE

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

BM.GE