მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვიქნები მკაცრი და შეურიგებელი... ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი საქართველოში არ არის - სონღულაშვილი
ვიქნები მკაცრი და შეურიგებელი... ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი საქართველოში არ არის - სონღულაშვილი

ვიქნები მკაცრი და შეურიგებელი... ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი საქართველოში არ არის - სონღულაშვილი

BM.GE6 მაისი, 2026, 00:52|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ ღვინის ფალსიფიცირების მიმართ, მკაცრი და შეურიგებელი იქნება, რადგან საქართველოში ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი არ არის.

ამის შესახებ დავით სონღულაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში ვენახის გაშენების რეგულირების საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა.

ის აცხადებს, რომ სამინისტროში სეს-ი და ღვინის ეროვნული სააგენტო ბაზრის მონიტორინგს აქტიურად ახორციელებენ.

„ღვინის ფალსიფიკაციასთან ვიქნები ძალიან მკაცრი, რადიკალური და შეურიგებელი - ზუსტად ასეთი მიდგომა მაქვს მეც და მთელ უწყებას. პროცესი სურსათის ეროვნული სააგენტოდან იწყება და ღვინის ეროვნული სააგენტოთი მთავრდება. არ გადის თვე, რომ არ ჩატარდეს საკონტროლო შესყიდვები, როგორც რესტორნებსა და დარბაზებში, ისე ქსელურ მარკეტებში. პროდუქციის მთლიანად ამოღებისა და კონფისკაციის არაერთი შემთხვევა გვქონია.

ამ საკითხთან დაკავშირებით ვიქნები მკაცრი, შეურიგებელი და ძალიან რადიკალური, რადგან ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი საქართველოში არ არის. ხარისხიანი ღვინის მისაღებად კომპლექსურად ვატარებთ სხვადასხვა რეფორმას - დაწყებულს რთველის პროცესით და დამთავრებულს ვენახის გაშენებით.

შარშან გვქონდა პირველი საპილოტე პროექტი, სადაც განვსაზღვრეთ კონკრეტული შაქრიანობის გრადუსი და მოხდა ყურძნის ხარისხობრივი გრადაცია. წელს კონტროლი კიდევ უფრო მეტად გავამკაცრეთ და მკაფიოდ ვამბობთ: რომელია მაღალი ხარისხის ღვინო, რომელი - საშუალო და ა.შ.

17 გრადუსამდე შაქრიანობის ყურძენი წელს კატეგორიულად ვამბობთ, რომ 30 თეთრად ჩაბარდება, რადგან არ შეიძლება მას ერქვას ყურძენი და გამოყენებულ იქნეს ღვინისთვის. თუ ვინმეს საკუთარი მოხმარებისთვის ან საშამპანურე მასალად სურს - კი ბატონო, მაგრამ იქ, სადაც სახელმწიფოა პასუხისმგებელი და სადაც სასმელს „ღვინო“ უნდა ერქვას, სტანდარტები მკაცრად არის განსაზღვრული. დანარჩენი პროცესი იქნება მკაცრად კონტროლირებული და თითოეული მევენახე ანაზღაურებას საკუთარი შრომისა და ხარისხის შესაბამისად მიიღებს“, - აცხადებს დავით სონღულაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE