
ვის ჩამორჩება და ვის ასწრებს საქართველო მობილური ინტერნეტის სიჩქარით - გლობალური რეიტინგი
საქართველო მობილური ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად რჩება. საერთაშორისო პლატფორმა Speedtest Global Index-ის 2026 წლის ივნისის მონაცემებით, საქართველო მე-17 ადგილზეა.
რეიტინგის მიხედვით, საქართველოში მობილური ინტერნეტის მედიანური ჩამოტვირთვის სიჩქარე 156.3 Mbps-ია. ამ მაჩვენებლით ქვეყანა ბევრ ევროპულ სახელმწიფოს უსწრებს.
თუმცა, განსხვავებული სურათია ფიქსირებული ფართოზოლოვანი, ანუ სახლის/ოფისის ინტერნეტის შემთხვევაში. ამ კატეგორიაში საქართველო 149 ქვეყანას შორის 107-ე ადგილს იკავებს, ხოლო მედიანური ჩამოტვირთვის სიჩქარე 50.8 Mbps-ს შეადგენს.
მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს მეზობლებს ამ მიმართულებით უკეთესი შედეგები აქვთ. აზერბაიჯანი ფიქსირებული ინტერნეტის რეიტინგში 84-ე ადგილზეა 92.2 Mbps-ით, ხოლო სომხეთი 85-ე პოზიციას იკავებს 91.7 Mbps-ით.
მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია, სადაც მედიანური ჩამოტვირთვის სიჩქარე 760.93 Mbps-ს აღწევს. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის რეიტინგს კი სინგაპური ლიდერობს, სადაც იგივე მაჩვენებელი 447.75 Mbps-ია.
Speedtest Global Index-ის რეიტინგი მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლების მიერ ჩატარებული მილიონობით ინტერნეტის სიჩქარის ტესტის საფუძველზე დგინდება და ყოველთვიურად ახლდება.
# ქვეყანა მეგაბიტი/წმ (Mbps) - მობილური ინტერნეტის სიჩქარე 2026 წლის ივნისის მდგომარეობით 1 არაბთა გაერთიანებული საამიროები 672.87 2 კატარი 561.28 3 ქუვეითი 379.28 4 ბაჰრეინი 267.68 5 ბრაზილია 265.68 6 ბრუნეი 254.17 7 სამხრეთ კორეა 240.68 8 საუდის არაბეთი 227.99 9 ბულგარეთი 206.87 10 აშშ 197.34 11 ჩრდილოეთ მაკედონია 192.48 12 ჩინეთი 179.33 13 თურქეთი 179.17 14 დანია 176.61 15 სინგაპური 174.36 16 ესტონეთი 172.73 17 საქართველო 168.84 18 ომანი 164.61 19 ნიდერლანდები 164.06 20 ვიეტნამი 156.48 21 კოსოვო 156.09 22 ნორვეგია 155.52 23 მალაიზია 155.05 24 სერბეთი 152.36 25 ხორვატია 148.86 26 სლოვენია 148.28 27 შვედეთი 145.64 28 საბერძნეთი 145.06 29 პორტუგალია 143.32 30 ლატვია 143.25 31 საფრანგეთი 143.17 32 ბელგია 143.14 33 ახალი ზელანდია 141.29 34 ლიეტუვა 138.04 35 ტაილანდი 137.04 36 ფინეთი 131.02 37 ინდოეთი 129.78 38 დომინიკელთა რესპუბლიკა 125.4 39 სლოვაკეთი 122.05 40 პოლონეთი 119.97 41 ავსტრალია 116.26 42 ავსტრია 116.09 43 შვეიცარია 115.78 44 ტაივანი 112.25 45 კვიპროსი 112.21 46 აზერბაიჯანი 98.61 47 კანადა 97.97 48 ჩეხეთი 95.67 49 კამბოჯა 93.62 50 უნგრეთი 93.48 51 იტალია 93.15 52 ესპანეთი 93.12 53 ყაზახეთი 89.75 54 ჰონგ-კონგი (SAR) 89.38 55 ჩილე 85.82 56 რუმინეთი 84.59 57 ირლანდია 84.19 58 მაროკო 76.54 59 დიდი ბრიტანეთი 75.57 60 ალჟირი 75.32 61 სომხეთი 74.32 62 მოლდოვა 73.05 63 სამხრეთ აფრიკა 70.48 64 უკრაინა 70.2 65 ისრაელი 70.16 66 ერაყი 69.78 67 კოსტა-რიკა 69.68 68 იაპონია 67.85 69 არგენტინა 67.54 70 ეკვადორი 63.22 71 შრი-ლანკა 63.1 72 ინდონეზია 62.98 73 უზბეკეთი 62.87 74 ფილიპინები 61.28 75 გვატემალა 60.22 76 ტუნისი 55.81 77 ეგვიპტე 51.42 78 ყირგიზეთი 50.72 79 პერუ 50.56 80 იორდანია 48.02 81 ნიგერია 46.17 82 კოლუმბია 45.48 83 კენია 45.38 84 ლაოსი 44.41 85 ჰონდურასი 42.32 86 მექსიკა 40.17 87 ლიბანი 38.23 88 ბანგლადეში 37.83 89 ელ-სალვადორი 37.63 90 პანამა 34.99 91 სუდანი 33.05 92 პაკისტანი 30.32 93 ვენესუელა 28.4 94 ბოსნია და ჰერცეგოვინა 28.24 95 ნიკარაგუა 28.13 96 ლიბია 20.96 97 ავღანეთი 18.32 98 ბოლივია 16.55
SpeedTest-ის ვებგვერდზე მობილური ინტერნეტის სექციაში სულ 98 ქვეყნის შედეგებია წარმოდგენილი.
BM.GE
წყარო: bm.ge