მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვის ეკუთვნის საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები, რომლებიც ბრიტანეთმა დღეს დაასანქცირა
ვის ეკუთვნის საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები, რომლებიც ბრიტანეთმა დღეს დაასანქცირა

ვის ეკუთვნის საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები, რომლებიც ბრიტანეთმა დღეს დაასანქცირა

BM.GE26 მაისი, 2026, 18:05|bm.ge

დიდი ბრიტანეთის ხაზინის სანქციების ოფისმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა, სანქციების სიაში მოხვდა სამი კომპანია რომლებიც საქართველოში არის რეგისტრირებული. სანქციების ძირითადი ნაწილი უკავშირდება კრიპტოვალუტების გაცვლის რუსულ სისტემებს, რომლებიც ოპერირებდნენ საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პანამიდან და სალვადორიდან.

სანქციების გადაწყვეტილების თანახმად, ეს კომპანიები დაკავშირებული არიან რუსულ კრიპტო გაცვლის ქსელ A7 network-თან.

"A7 ქსელი კრემლის მიერ მხარდაჭერილი სისტემაა, რომელიც შექმნილია დასავლური სანქციების გვერდის ავლისთვის, სამხედრო შესყიდვების დასაფინანსებლად და ნავთობის გაყიდვიდან მიღებული თანხების საბრუნავად. ქსელი აცხადებს, რომ გასულ წელს 90 მილიარდ დოლარზე მეტის ბრუნვა ჰქონდა.

ახალი ზომები ასევე ეხება 18 კომპანიას და პირს, რომლებიც A7-თან არიან დაკავშირებული. ეს ჯგუფი იყენებს ყირგიზულ ბანკს, რომელიც ეჭვმიტანილია ამ ქსელისთვის გადახდების ხელშეწყობაში, ასევე მსხვილ გლობალურ კრიპტოვალუტის ბირჟას, რომლითაც, ჩვენი ვარაუდით, 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი კრემლის სალაროში ჩაირიცხა. ჩვენ ასევე ვმართავთ 3 ქართულ კომპანიას, რომლებიც რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებს მართავენ სანქციებისგან თავის არიდების მიზნით,"- ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის თანახმად სანქციები საქართველოში დაფუძნებულ შემდეგ კომპანიებს დაუწესდათ: Arvix LLC-ს (შპს არვიქს), Rapira Group LLC-სა (შპს რაპირა გრუპ) და Aifory LLC-ს (შპს ეიაიფორი).

Arvix LLC-ს (შპს არვიქს):

კომპანია რეგისტრირებულია 2023 წლის 26 ოქტომბერს, მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელი ბიზნეს რეესტრის თანახმად არის თამაზ გარაევი.

Rapira Group LLC-სა (შპს რაპირა გრუპ):

კომპანია რეგისტრირებულია 2022 წლის 9 ნოემბერს, ამჟამად კომპანია იმყოფება ლიკვიდაციის რეჟიმში, მესაკუთრედ და ლიკვიდატორად მითითებულია ბრიტანეთის მოქალაქე ილიას აჰაევი. კომპანიის ლიკვიდაციის განაცხადი სამეწარმეო რეესტრში 13 მაისს დარეგისტრირდა.

Aifory LLC-ს (შპს ეიაიფორი)

კომპანია რეგისტრირებულია 2023 წლის 23 ივნისს, მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელი ბიზნეს რეესტრის თანახმად არის მიხაელ გევორქიანი.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, აღნიშნულ პირებს საქართველოში სხვა ბიზნესები არ ეკუთვნით.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტაივანის საფონდო ბირჟამ ინდოეთს გაუსწრო და მეხუთე ადგილზე გადავიდა

ტაივანის საფონდო ბირჟამ ინდოეთს გაუსწრო და მეხუთე ადგილზე გადავიდა

BM.GE

"იტალია კვლავაც გულდასმით ადევნებს თვალყურს საქართველოს გზას ევროკავშირისაკენ" - პრეზიდენტი

"იტალია კვლავაც გულდასმით ადევნებს თვალყურს საქართველოს გზას ევროკავშირისაკენ" - პრეზიდენტი

BM.GE

წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს

წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს

BM.GE

„მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის“ - საქართველოს ბანკის დამოუკიდებლობის დღის კამპანია

„მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის“ - საქართველოს ბანკის დამოუკიდებლობის დღის კამპანია

BM.GE