მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Visa და Helio AI საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში პარტნიორები გახდნენ
Visa და Helio AI საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში პარტნიორები გახდნენ

Visa და Helio AI საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში პარტნიორები გახდნენ

BM.GE21 სექტემბერი, 2026, 21:22|bm.ge

რეგიონში ბიზნესებისთვის რეკრუტინგის პროცესების გამარტივებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მნიშვნელოვანი თანამშრომლობა იწყება - Visa და Helio AI პარტნიორები გახდნენ საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში.

ეს პარტნიორობა ბიზნესებს რეკრუტინგის პროცესების უფრო ეფექტურად მართვისა და AI ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას მისცემს. თანამშრომლობის ფარგლებში Visa Business ბარათის მფლობელებისთვის Helio AI-ის პლატფორმაზე სპეციალური შეთავაზებებიც არის ხელმისაწვდომი.

რეკრუტინგის პროცესში კომპანიებს ყოველდღიურად უწევთ არაერთი განმეორებითი დავალების შესრულება - ვაკანსიების შექმნა და გამოქვეყნება, კანდიდატების განაცხადების გადახედვა, მათთან კომუნიკაცია, გასაუბრებების დაგეგმვა და შერჩევის პროცესის შედეგების მონიტორინგი.

Helio AI ამ პროცესების ავტომატიზაციასა და მართვის გამარტივებას ემსახურება. პლატფორმა AI-ის დახმარებით რეკრუტერებს საშუალებას აძლევს, ნაკლები დრო დახარჯონ განმეორებით სამუშაოებზე და მეტი ყურადღება დაუთმონ კანდიდატების შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.

Visa-სა და Helio AI-ის პარტნიორობა ტექნოლოგიური შესაძლებლობების უფრო მეტი ბიზნესისთვის გაცნობას ისახავს მიზნად და აერთიანებს ფინანსურ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემებს ბიზნესების ყოველდღიური პროცესების გასამარტივებლად. თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია რეგიონში ბიზნესებისთვის თანამედროვე რეკრუტინგის ტექნოლოგიებზე წვდომის გაფართოებისკენ და ქმნის ახალ შესაძლებლობებს კომპანიებისთვის, რომლებიც შერჩევის პროცესების განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ისახავენ მიზნად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსში აზიური ქალაქები დაწინაურდნენ - TOP 10

გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსში აზიური ქალაქები დაწინაურდნენ - TOP 10

BM.GE

ინვესტიციების სააგენტოსა და Enterprise Greece-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ინვესტიციების სააგენტოსა და Enterprise Greece-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

BM.GE

გზაზე გამოვლენილი დეფექტების გამო, სამტრედია-გრიგოლეთის III მონაკვეთზე მოძრაობა 4 დღით იზღუდება

გზაზე გამოვლენილი დეფექტების გამო, სამტრედია-გრიგოლეთის III მონაკვეთზე მოძრაობა 4 დღით იზღუდება

BM.GE

თბილისი-რუსთავის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობა 3 ლარამდე გაძვირდა

თბილისი-რუსთავის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობა 3 ლარამდე გაძვირდა

BM.GE