მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. VISA-ს მხარდაჭერით ქუთაისის აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა
VISA-ს მხარდაჭერით ქუთაისის აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა

VISA-ს მხარდაჭერით ქუთაისის აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა

BM.GE29 მაისი, 2026, 21:37|bm.ge

დღეიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი VISA-ს მხარდაჭერით ამოქმედდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ საერთაშორისო პარტნიორ VISA-სთან თანამშრომლობით განახორციელა.

ბიზნეს ლაუნჯი ოფიციალურად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა, VISA-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში დიანა კიღურაძემ და TBC ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი თხელიძემ გახსნეს.

"თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში მოწყობილი ბიზნეს ლაუნჯი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში, პირველ და მეორე სართულზე, 270 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და ერთდროულად 70 მგზავრს მოემსახურება. სივრცე აერთიანებს მოსასვენებელ, სამუშაო, კვებისა და საბავშვო ზონებს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება მილიონ ლარზე მეტია. VISA-ს პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე მგზავრები ბიზნეს ლაუნჯით უფასოდ ისარგებლებენ. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სივრცე VISA-ს ბრენდის კონცეფციით იქნება წარმოდგენილი, ხოლო მის ოპერირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს", - ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE