
Visa-ს ქსელში სტეიბლკოინების ტრანზაქციების მოცულობა 10-ჯერ გაიზარდა
Visa-ს გლობალურ ქსელში სტეიბლკოინებით ანგარიშსწორების წლიურმა მოცულობამ 25 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ათჯერ გაზრდილი მაჩვენებელია.
როგორც ირკვევა, ზრდის პარალელურად კომპანია საკუთარ ბლოკჩეინ-ოპერაციებს აფართოებს. არსებული ინფორმაციით, Visa ამჟამად მსოფლიოს ხუთ რეგიონში და 10 სხვადასხვა ქსელში ოპერირებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საგადამხდელო ქსელი ანგარიშსწორებისთვის ამჟამად ხუთი ტიპის სტეიბლკოინს იყენებს. ამასთან, კომპანიამ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ბარათების ბიზნესი მნიშვნელოვნად გააფართოვა. დღეის მდგომარეობით, ქსელი 225-ზე მეტ პროგრამას აერთიანებს, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში დაახლოებით 5 მილიონ ბარათს ემსახურება. ამის ფონზე, სტეიბლკოინებთან დაკავშირებული ბარათების ტრანზაქციების მოცულობა წლიურად 150%-ით არის გაზრდილი.
შთამბეჭდავი ზრდის პარალელურად, კომპანიამ რეკორდული წლიური შემოსავალიც დააფიქსირა, რომელმაც დაახლოებით 46 მილიარდი დოლარი შეადგინა. პარალელურად, კომპანიამ სტეიბლკოინის ახალი კომერციული სერვისებიც წარადგინა.
BM.GE
წყარო: bm.ge