მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
“ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის

“ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის

BM.GE13 მაისი, 2026, 17:27|bm.ge

ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ საქართველოს ნავთობბაზარზე განვითარებას განაგრძობს და ქუთაისში სამ ობიექტს ხსნის (ბუკიას ქუჩის დასახლებაში, გოდოგანსა და კვახჭირში). „ვიგო“ „ვისოლის“ ოჯახის წევრია და მაღალი ხარისხის საწვავს ბიუჯეტურ ფასად სთავაზობს მომხმარებლებს. „ვიგო“ დღეს უკვე 26-მდე ავტოგასამართი სადგურითაა წარმოდგენილი და 2026 წლის ბოლომდე ქსელს 50-ზე მეტი ობიექტით გააფართოებს საქართველოს ყველა კუთხეში.

„ვიგო“ პატარა ფორმატის ავტოგასამართ სადგურებს ძირითადად ქვეყნის რეგიონებში განავითარებს და 4 სახეობის საწვავს (პრემიუმს, რეგულარს, ევრო დიზელს და დიზელ ენეჯის) შესთავაზებს როგორც საცალო, ისე კორპორაციულ მომხმარებლებს. „ვიგო“ საწვავის ეკონომიური ფასით, გამორჩეული, თანამედროვე ვიზუალური იდენტობით, მომსახურების მაღალი ხარისხით და დამფუძნებელი კომპანიის ნავთობბაზარზე წარმატებული საქმიანობის 26 წლიანი გამოცდილებით, უკვე ძლიერ კომკურენციას უწევს არაბრენდულ და სხვა რეგიონალურ სადგურებს.

„ბოლო პერიოდში საწვავზე ფასების მზარდი დინამიკიდან გამომდინარე, „ვისოლი“ მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს გადაადგილების ხარჯები შეუმციროს და „კეთილი მგზავრობა“ უზრუნველყოს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია „ვიგოს“ ქსელის განვითარებაც. კაპიტალური დანახარჯების შემცირების ხარჯზე, ჩვენ შევძელით, რომ მაღალი ხარისხის საწვავი მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომი გაგვეხადა რეგიონების მოსახლეობისთვის და მოხარული ვართ, რომ ქუთაისში უკვე სამი „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგურია ხელმისაწვდომი, იმერეთის რეგიონში კი უკვე 10 „ვიგოს“ სადგურით ვართ წარმოდგენილნი”- აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვიგოს“ ავტოგასამართი სადგურების ფორმატი შექმნილია სწრაფი, ინტუიციური და კომფორტული მომსახურებისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოველდღიური გადაადგილებისას. „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგურები გამოირჩევა თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინით. ნათელი ფერები და ბრენდის მკაფიო იდენტობა სადგურს ადვილად შესამჩნევს ხდის გზაზე. მაღალი კონსტრუქცია და საწვავის მიწოდების სვეტების მოსახერხებელი განლაგება უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის როგორც მსუბუქი, ისე დიდი გაბარიტის მქონე სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ობიექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერარუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაიმედი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
ობიექტი →

მსგავსი სტატიები

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

BM.GE

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

BM.GE

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

BM.GE

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

BM.GE