მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. WELT-მა მეტროპოლ ოვალი Haier-ის ახალი თაობის MRV სისტემებით უზრუნველყო
WELT-მა მეტროპოლ ოვალი Haier-ის ახალი თაობის MRV სისტემებით უზრუნველყო

WELT-მა მეტროპოლ ოვალი Haier-ის ახალი თაობის MRV სისტემებით უზრუნველყო

BM.GE1 ივნისი, 2026, 11:54|bm.ge

კომპანია WELT, რომელიც ქართულ ბაზარზე საინჟინრო სისტემების იმპორტსა და დისტრიბუციას ახორციელებს, პორტფოლიოს ახალი საერთაშორისო ბრენდით - Haier-ით აფართოებს.

კომპანიის ერთ-ერთი პირველი პროექტი ამ პარტნიორობის ფარგლებში მეტროპოლ ოვალის მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც Haier-ის მე-7 თაობის MRV (Multi Refrigerant Volume) სისტემებით აღიჭურვა. აღნიშნული ტექნოლოგიის ინტეგრაცია კომერციულ ობიექტში ამიერ კავკასიაში პირველად განხორციელდა.

სამშენებლო სექტორში გავრცელებული პრაქტიკისგან განსხვავებით, სადაც გათბობა-გაგრილების ხარჯები ხშირად საერთო ტარიფით ნაწილდება, „მეტროპოლ ოვალში“ სისტემა ეფუძნება Haier-ის MRV ტექნოლოგიისა და Danfoss-ის საინჟინრო გადაწყვეტილებების ინტეგრაციას. შედეგად, თითოეული აპარტამენტის ენერგომოხმარება დამოუკიდებლად განისაზღვრება.

Haier-ის MRV სისტემა გათვლილია მაღალი დატვირთვის მქონე კომერციულ ობიექტებზე და სხვადასხვა სივრცეში ტემპერატურის ინდივიდუალური მართვის შესაძლებლობას იძლევა. ეს სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალფუნქციურ შენობებში, სადაც განსხვავებული დანიშნულების სივრცეებია გაერთიანებული.

“ბიზნეს სექტორში, აჭარის დეველოპერულ ბაზარზე, თანამედროვე საინჟინრო სისტემებზე მოთხოვნა მზარდია მსგავსი ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც ენერგოეფექტურობის, ისე ოპერაციული ხარჯების ოპტიმიზაციაში.

Haier-ის MRV ტექნოლოგიის ინტეგრაცია ისეთ მასშტაბურ პროექტში, როგორიც „მეტროპოლ ოვალია“, ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. ბათუმის დეველოპერულ ბაზარზე იზრდება მოთხოვნა თანამედროვე და ენერგოეფექტურ საინჟინრო სისტემებზე, ხოლო მსგავსი ტიპის პროექტებში სწორად შერჩეული HVAC გადაწყვეტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც კომფორტის, ისე ენერგიის ეფექტური მართვის თვალსაზრისით”, - განაცხადა გიორგი ქენქაძემ, ველტის კომერციულმა დირექტორმა.

Haier მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური ბრენდია, რომელიც 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. კომპანია საერთაშორისო ბაზარზე ინოვაციური HVAC ტექნიკის ფართო პორტფოლიოთი, ენერგოეფექტურობასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებით გამოირჩევა.

WELT წარმოადგენს Infinity Ventures Holding-ის წევრ კომპანიას და საქართველოში ახორციელებს საინჟინრო, კლიმატური, აუდიო-ვიდეო და სხვა ტექნოლოგიური სისტემების იმპორტსა და დისტრიბუციას საერთაშორისო ბრენდების ფართო პორტფოლიოთი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარის სახაზინო ობლიგაციებში უცხოელი ინვესტორების დაბანდებები რეკორდულ ₾867 მილიონამდე გაიზარდა

ლარის სახაზინო ობლიგაციებში უცხოელი ინვესტორების დაბანდებები რეკორდულ ₾867 მილიონამდე გაიზარდა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს

სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს

BM.GE

აპრილში ხელფასის მიმღებთა 3.4% ₾9 600-ზე მეტ ხელფასს იღებდა - PMCG კვლევის ცენტრი

აპრილში ხელფასის მიმღებთა 3.4% ₾9 600-ზე მეტ ხელფასს იღებდა - PMCG კვლევის ცენტრი

BM.GE