მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა

ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა

BM.GE14 სექტემბერი, 2026, 22:04|bm.ge

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა. ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, ის სხვადასხვა დროს მრჩევლისა და თანაშემწის პოზიციებს იკავებდა საგარეო საკითხებში.

"ლუკა ეხვაია საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და სპეციალისტია. კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში მას საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული, ხოლო ბოლონიის უნივერსიტეტში - პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი. იგი ასევე იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის გლობალური და რეგიონული კვლევების მიმართულების დოქტორანტი, მოგვიანებით კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი", - აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2024 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ქეთევან კვინიკაძე იკავებდა.

ღია წყაროების თანახმად, ლუკა ეხვაია საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევარია. 2010 - 2014 წლებში სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში - სახელმწიფო მართვის სკოლაში (CSG), სოციალურ მეცნიერებებში საერთაშორისო ურთიერთობებზე სპეციალიზაციით (ბაკალავრი); 2015 - 2017 წლებში კი - ბოლონიის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ისწავლა და მიიღო მაგისტრის ხარისხი აღმოსავლეთ ევროპის ინტერდისციპლინურ კვლევაში და სწავლებებში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Microsoft-მა AI-ის განვითარებაზე შეზღუდვების დაწესების პირობა დადო

Microsoft-მა AI-ის განვითარებაზე შეზღუდვების დაწესების პირობა დადო

BM.GE

ირაკლი ლექვინაძე : თუ „სამართლიანი ვაჭრობის“ კანონმდებლობის აღსრულება GCCA-ს დაევალება, ამისთვის მზად ვართ

ირაკლი ლექვინაძე : თუ „სამართლიანი ვაჭრობის“ კანონმდებლობის აღსრულება GCCA-ს დაევალება, ამისთვის მზად ვართ

BM.GE

თურქეთში ინფლაცია შენელდა - როგორი მოლოდინები აქვს მთავრობას?

თურქეთში ინფლაცია შენელდა - როგორი მოლოდინები აქვს მთავრობას?

BM.GE

გვინდა, საქართველოს ფინანსური ბაზარი 2030 წლისთვის მინიმუმ გახუთმაგდეს - ეროვნული ბანკი

გვინდა, საქართველოს ფინანსური ბაზარი 2030 წლისთვის მინიმუმ გახუთმაგდეს - ეროვნული ბანკი

BM.GE