მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყაზახეთის სასამართლომ Naftogaz-ს Gazprom-ისგან $1.4 მილიარდის ამოღების უფლება მისცა
ყაზახეთის სასამართლომ Naftogaz-ს Gazprom-ისგან $1.4 მილიარდის ამოღების უფლება მისცა

ყაზახეთის სასამართლომ Naftogaz-ს Gazprom-ისგან $1.4 მილიარდის ამოღების უფლება მისცა

BM.GE24 მაისი, 2026, 01:19|bm.ge

უკრაინულმა სახელმწიფო ენერგოკომპანია Naftogaz-მა ყაზახეთის სასამართლოსგან რუსული Gazprom-ისგან, გაზის ტრანსპორტირების საქმეზე, დაახლოებით $1.4 მილიარდის იძულებითი ამოღების ნებართვა მიიღო.

არსებული ინფორმაციით, ეს არის უცხოური სასამართლოს პირველი საჯარო გადაწყვეტილება, რომელმაც სხვა სახელმწიფოში Gazprom-ის წინააღმდეგ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აღიარა და მისი აღსრულების ნებართვა გასცა.

Naftogaz-მა საარბიტრაჟო დავა Gazprom-ის წინააღმდეგ 2022 წელს დაიწყო და რუსული მხარისგან უკრაინის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ორგანიზების მომსახურების საფასურის გადახდას მოითხოვდა. მიმდინარე წლის მარტში შვეიცარიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ Gazprom-ის სააპელაციო განაცხადი არ დააკმაყოფილა, რომლითაც მოსკოვი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას ცდილობდა. აღნიშნული დადგენილებით, რუსულ გიგანტს Naftogaz-ისთვის $1.4 მილიარდზე მეტის და დარიცხული პროცენტების გადახდა დაეკისრა.

რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, უკრაინული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სერჰი კორეცკის განცხადებით, ყაზახეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ფონდების იძულებითი ამოღების პროცესში კიდევ ერთი პრაქტიკული შედეგია. ის დასძენს, რომ Naftogaz-ი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებაზე სხვადასხვა იურისდიქციაში აქტიურად მუშაობს.

ცნობისთვის, ყაზახეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ადგილობრივ მედიასთან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის სასამართლომ მიიღო, რომელიც ექსტრატერიტორიულია და ყაზახურ კანონმდებლობას არ ეფუძნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE