მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყირგიზული Eldik Bank-ი $500 მილიონის იუანის ობლიგაციების გამოშვებას და ლონდონში IPO-ს გეგმავს
ყირგიზული Eldik Bank-ი $500 მილიონის იუანის ობლიგაციების გამოშვებას და ლონდონში IPO-ს გეგმავს

ყირგიზული Eldik Bank-ი $500 მილიონის იუანის ობლიგაციების გამოშვებას და ლონდონში IPO-ს გეგმავს

BM.GE10 ნოემბერი, 2026, 12:20|bm.ge

ყირგიზეთის უდიდესი სახელმწიფო ბანკი, Eldik Bank-ი 2026 წლის ბოლომდე ჰონკონგში $500 მილიონამდე ღირებულების იუანის ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.

Bloomberg-თან ინტერვიუში ბანკის თავმჯდომარემ, ულანბეკ ნოგაევმა განაცხადა, რომ საუბარია ე.წ. „დიმ სამის“ ტიპის ობლიგაციებზე, რომელთა განთავსებაც შესაძლოა დეკემბერში შედგეს.

მან აღნიშნა, რომ წამყვან ინვესტორებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, 2027 წელს კი ბანკი დოლარში დენომინირებული ახალი ობლიგაციების გამოშვებასაც გამოუშვებს.

პარალელურად, Eldik Bank-მა ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის, IPO-სთვის მზადება და კორპორაციული რესტრუქტურიზაცია დაიწყო.

Frank Media-ს ინფორმაციით, ლისტინგი 2028 წლისთვის არის დაგეგმილი და სახელმწიფომ შესაძლოა ინვესტორებს ბანკის აქციების 20%-მდე შესთავაზოს.

აღსანიშნია, რომ რუსულ საგადახდო სისტემა A7-თან ადგილობრივი ბანკების სავარაუდო კავშირების გამო დაწესებული მკაცრი მონიტორინგის ფონზე, Eldik Bank-მა სანქციებთან შესაბამისობის შესამოწმებლად საერთაშორისო კომპანიები დაიქირავა. ნოგაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბანკს A7-თან არ უთანამშრომლია და ამის დასადასტურებლად მის აუდიტს Dentons-ი, Kroll-ი და EY ერთობლივად ჩაატარებენ.

ცნობისთვის, Eldik Bank-ი საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე პირველად 2026 წლის აპრილში გავიდა. მაშინ ყირგიზულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა $500 მილიონის ღირებულების ხუთწლიანი სადებიუტო ევროობლიგაციები განათავსა, რაზეც ინვესტორების მოთხოვნამ $1 მილიარდს გადააჭარბა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კორუფცია სოციალურ აგენტების დონეზე ან პოლიტიკური ზეწოლა | სანდრო ურუშაძე სოცდაუცველთა ბაზებში ბენეფიციარების ჭარბი რაოდენობის შეყვანაზე

კორუფცია სოციალურ აგენტების დონეზე ან პოლიტიკური ზეწოლა | სანდრო ურუშაძე სოცდაუცველთა ბაზებში ბენეფიციარების ჭარბი რაოდენობის შეყვანაზე

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

10 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

10 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BM.GE