მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის მომავალს განსაზღვრავს, ჩვენთვის ასეთი 26 მაისია - მიხეილ ყაველაშვილი
ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის მომავალს განსაზღვრავს, ჩვენთვის ასეთი 26 მაისია - მიხეილ ყაველაშვილი

ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის მომავალს განსაზღვრავს, ჩვენთვის ასეთი 26 მაისია - მიხეილ ყაველაშვილი

BM.GE26 მაისი, 2026, 12:13|bm.ge

მიხეილ ყაველაშვილმა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მოქალაქეებსა და სამხედროებს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.

„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ჩვენი ისტორიის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, განსაკუთრებით გილოცავთ მათ, ვინც დღეს სამშობლოს ერთგულება შეჰფიცეთ და საქართველოს ჯარისკაცის სახელი მოიპოვეთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, 26 მაისი არის თარიღი, რომელიც ქართველი ერის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს:

„ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე – 26 მაისია. ას რვა წლის წინ, საუკუნოვანი ანექსიის შემდეგ, ქვეყანამ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და მსოფლიომ იხილა დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო. ჩვენმა წინაპრებმა ხმლით, კალმით, ლოცვითა და თავდადებული საქმით დღემდე მოიტანეს ქართული სახელმწიფოებრიობის წმინდა იდეა და საუკუნეების განმავლობაში გადატანილი არაერთი განსაცდელის მიუხედავად, ჩვენ გადავრჩით! გადავრჩით რადგან გავიმარჯვეთ უმთავრეს ომში, დავიცავით უმაღლესი ღირებულებები – სარწმუნოება, იდენტობა, ტრადიციები და არ დავთმეთ მშობლიური ენა“.

მისივე განცხადებით, მუდამ უნდა გვახსოვდეს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თითოეული გმირი, პატივი მივაგოთ, შევინარჩუნოთ, დავიცვათ და განვამტკიცოთ მათი მონაპოვარი.

„ჩვენ, მუდამ უნდა გვახსოვდეს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თითოეული გმირი, პატივი მივაგოთ და შევინარჩუნოთ, დავიცვათ და განვამტკიცოთ მათი მონაპოვარი; ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად შევძლოთ ერთიანი, განვითარებული საქართველოს შენება და ჩვენს შვილებს ბევრად უფრო ძლიერი, მტკიცე და თავისუფალი სახელმწიფო დავუტოვოთ!

მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას: თქვენ ხართ ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე. თქვენი ენერგია უდიდესი მამოძრავებელი ძალაა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, ენა, მამული, სარწმუნოება, ოჯახის სიწმინდე - ეს ის მარადიული ღირებულებებია, რომელმაც ჩვენი არსებობა განსაზღვრა.

სწორედ ამ იდეალებზე დაყრდნობით უნდა გახდეთ საუკეთესოები თქვენს მოწოდებაში, რათა ჩვენი სამშობლო უკვდავ იყოს მარადჟამს“.

სიტყვით გამოსვლისას ყაველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ეკლესიის როლს და აღნიშნა, რომ ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერების შენარჩუნებაში გარდამტეხი როლი სწორედ დედაეკლესიამ შეასრულა.

„ამ ურთულეს გზაზე, ჩვენი ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერების შენარჩუნებაში გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენმა დედაეკლესიამ, რომელიც საუკუნეები რუდუნებით ინახავს ქართულ ცნობიერებას და თანამედროვე ქაოტურ სამყაროშიც ჩვენი დიდი იმედია. წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღვნიშნავთ – ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად განუყოფელია ერთმანეთისგან ჩვენი ისტორია და სარწმუნოება. გვეამაყება, რომ ქართული კულტურა საკუთარი ტრადიციების ერთგულებასთან ერთად, სხვისი რწმენის პატივისცემასაც გვასწავლის. საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სიძლიერეს გამოხატავდა სწორედ ის, რომ საქართველო იყო განსხვავებული რელიგიისა და კულტურის მქონე ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ადგილი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლა ტურიზმსა და ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს - თამარ იოსელიანი

ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლა ტურიზმსა და ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს - თამარ იოსელიანი

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ტუროპერატორებზე საზედამხედველო ფუნქციების ამოქმედება კიდევ გადავადდება

ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ტუროპერატორებზე საზედამხედველო ფუნქციების ამოქმედება კიდევ გადავადდება

BM.GE

ზოგიერთს სურს, ახალ ოქროს ჯაჭვზე გამობმულებმა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ არ ვიყოთ დამოუკიდებელი - პაპუაშვილი

ზოგიერთს სურს, ახალ ოქროს ჯაჭვზე გამობმულებმა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ არ ვიყოთ დამოუკიდებელი - პაპუაშვილი

BM.GE