მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყოველი მე-3 იაპონური კომპანია AI რობოტების გამოყენებას გეგმავს ან უკვე იყენებს
ყოველი მე-3 იაპონური კომპანია AI რობოტების გამოყენებას გეგმავს ან უკვე იყენებს

ყოველი მე-3 იაპონური კომპანია AI რობოტების გამოყენებას გეგმავს ან უკვე იყენებს

BM.GE25 მაისი, 2026, 12:30|bm.ge

იაპონური კომპანიების მესამედი წარმოებაში ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტებს უკვე იყენებს ან მათ დანერგვას განიხილავს. Reuters-ის გამოკითხვის შედეგებით ირკვევა, რომ ამ მხრივ ავტომწარმოებლები და სატრანსპორტო აღჭურვილობის სხვა საწარმოები ლიდერობენ.

როგორც ირკვევა, გამოკითხული კომპანიების 4% ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტებს უკვე იყენებს, 5% მათ დანერგვას უახლოეს პერიოდში გეგმავს, ხოლო 25% ამ შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს. სატრანსპორტო აღჭურვილობის სექტორში გამოკითხულთა 80%-ს უკვე აქვს ან სურს ამ ტექნოლოგიის გამოყენება, მაშინ როდესაც საბითუმო ვაჭრობის სფეროში რესპონდენტთა 94%-ს მსგავსი გეგმები არ გააჩნია. მათ შორის, ვინც რობოტების გამოყენებას აპირებს, 71%-მა კონკრეტულ სფეროდ წარმოება დაასახელა, 19%-მა – მაღალი რისკის მქონე სამუშაოები, ხოლო 11%-მა – მომხმარებელთა მომსახურება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კვლევა Reuters-ის დაკვეთით Nikkei Research-მა 1-დან 15 მაისამდე პერიოდში ჩაატარა. როგორც გაირკვა, ანონიმურობის დაცვით გამოიკითხა 220 კომპანია.

აღსანიშნია ფაქტია, რომ კომპანიებში რობოტების ინტეგრირების მხარს უჭერს ქვეყნის ხელისუფლებაც, რომელშიც მიიჩნევენ, რომ ინოვაციური რობოტების სამუშაო სივრცეში ინტეგრაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამუშაო ძალის ქრონიკული დეფიციტის აღმოსაფხვრელად და ინდუსტრიული რობოტების გლობალურ ბაზარზე ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE