მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყურძნიდან ბოთლამდე: როგორ ეხმარება ERP სისტემა მეღვინეობასა და სხვა დარგებს
ყურძნიდან ბოთლამდე: როგორ ეხმარება ERP სისტემა მეღვინეობასა და სხვა დარგებს

ყურძნიდან ბოთლამდე: როგორ ეხმარება ERP სისტემა მეღვინეობასა და სხვა დარგებს

BM.GE6 ოქტომბერი, 2026, 12:22|bm.ge

რთველი სწორი დაგეგმვით იწყება, მეღვინე კომპანიისთვის კი მთავარი კითხვა სეზონის ბოლოს ჩნდება: რეალურად რა დაუჯდა თითოეული ბოთლი? პასუხი იმ პროცესებშია, რომლებიც ყურძნის მიღებასა და ჩამოსხმულ ბოთლს შორის მიმდინარეობს.

ღვინის წარმოება მრავალსაფეხურიანი პროცესია: ყურძნის მიღება, პირველადი გადამუშავება, ღვინომასალის დამზადება, კუპაჟირება, შენახვა, ჩამოსხმა, ეტიკეტირება, შეფუთვა და რეალიზაცია. თითოეულ ეტაპზე კომპანიამ უნდა იცოდეს, რამდენი ნედლეული შემოვიდა, რა ხარჯი დაგროვდა და რამდენი პროდუქცია დამზადდა.

სწორედ ამიტომ ციფრული ტრანსფორმაცია დღეს აღარ ნიშნავს მხოლოდ ბუღალტრული აღრიცხვის ავტომატიზაციას. ბიზნესს სჭირდება სისტემა, რომელიც ფინანსებთან ერთად საოპერაციო პროცესებსაც აერთიანებს და ხელმძღვანელობას საჭირო ინფორმაციას დროულად აწვდის.

ყურძნიდან ბოთლამდე ერთ სისტემაში

პროგრამა ბალანსში მეღვინე კომპანიას შეუძლია აღრიცხოს ყურძნის მიღება და შესყიდვა, აკონტროლოს წარმოება და ღვინომასალის მოძრაობა, აღრიცხოს კუპაჟირება, დაგეგმოს ჩამოსხმა შეკვეთების მიხედვით და თვალი ადევნოს მზა პროდუქციას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითღირებულების ანალიზი. მასში აისახება არა მხოლოდ ნედლეულის ღირებულება, არამედ ხელფასები, კომუნალური ხარჯები, დანადგარების ცვეთა, შენახვის ხარჯები და სხვა ზედნადები დანახარჯები. ასე ხელმძღვანელობა ხედავს არა მხოლოდ იმას, რამდენი პროდუქცია აწარმოა კომპანიამ, არამედ იმასაც, რეალურად რა დაუჯდა მისი წარმოება.

ERP როგორც მართვის ინსტრუმენტი

ERP სისტემის მთავარი ღირებულება მხოლოდ ბუღალტრული და საოპერაციო სამუშაოს გამარტივება არ არის. ხელმძღვანელობას სჭირდება სწრაფი პასუხები კითხვებზე: რა ხდება წარმოებაში, როგორ იცვლება მარაგები, სად იზრდება ხარჯი, რომელ პროდუქტს აქვს უკეთესი მომგებიანობა და რამდენად ეფექტიანად მუშაობს ბიზნესი.

ბალანსის აღმასრულებელი დირექტორის, გიგა ვახტანგაშვილის თქმით, ERP სისტემის რეალურ ღირებულებას სწორედ სხვადასხვა პროცესის დაკავშირება ქმნის.

„მეღვინეობა კარგი მაგალითია იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროცესის ერთიან სისტემაში მართვა. ერთ მხარეს გვაქვს წარმოება, ნედლეული, მარაგები და თვითღირებულება, მეორე მხარეს კი გაყიდვები, ფინანსები და შეკვეთები.

თუმცა იგივე პრინციპი მოქმედებს სხვა სექტორებშიც. მშენებლობაში მნიშვნელოვანია პროექტების, მასალებისა და ხარჯების კონტროლი, ავტოინდუსტრიაში მარაგების, სათადარიგო ნაწილების, გაყიდვებისა და მომსახურების მართვა, დისტრიბუციაში კი შეკვეთების, ნაშთებისა და დავალიანებების კონტროლი.

ჩვენი მიდგომაა, რომ ERP სისტემა უნდა მოერგოს ბიზნესის სპეციფიკას და სხვადასხვა პროცესის მონაცემები ერთ სივრცეში გააერთიანოს“, ამბობს გიგა ვახტანგაშვილი.

ერთი სისტემა სხვადასხვა დარგისთვის

ყველა დარგს თავისი სპეციფიკა აქვს, თუმცა მთავარი გამოწვევა საერთოა: ზუსტი მონაცემები, სწრაფი ანგარიშგება და სხვადასხვა პროცესის ერთიანად მართვა. ეს ეხება საცალო ვაჭრობასა და მომსახურების სფეროსაც.

ბალანსი ერთ სივრცეში აერთიანებს საოპერაციო და ფინანსურ აღრიცხვას, წარმოებას, საწყობს, შესყიდვებს, გაყიდვებსა და ანგარიშგებებს. საბოლოოდ ERP სისტემის მიზანიც ეს არის: სხვადასხვა დეპარტამენტში დაგროვებული ინფორმაცია ერთიან მონაცემად აქციოს და ხელმძღვანელობას გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად და ზუსტად მიღებაში დაეხმაროს.

მეღვინეობაში ეს გზა ყურძნით იწყება და ბოთლით სრულდება. ვინც ამ გზის თითოეულ ეტაპს აკონტროლებს, მან ზუსტად იცის, რა უჯდება მისი ღვინო.

როგორ იმართება ღვინის წარმოების სრული ციკლი პროგრამა ბალანსში, დეტალურად იხილეთ ბმულზე:

https://balance.ge/ghvinis-tsarmoebis-tsikli-yurdznidan-botlamde

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ყურძნის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში გადამუშავებული 147 300 ტონა ყურძნის 99% მაღალი და საშუალო ხარისხისააიმედი
  • სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მისაღებად შეეცადნენ დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას – პროკურატურანეტგაზეთი
  • ყურძნის კრეფისა და ჩაბარების პერიოდი პიკურ ფაზაშია - მოსავალი უკვე 7 000-მდე მევენახემ დააბინავარუსთავი 2
  • მევენახეების პროტესტის გამო მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდისფორმულა
ყურძნის →

მსგავსი სტატიები

რატომ დაიწყეს რუსმა ოლიგარქებმა ქვეყნის საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსება?

რატომ დაიწყეს რუსმა ოლიგარქებმა ქვეყნის საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსება?

BM.GE

„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს

„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

6 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

6 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE