მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზაჰესის სიმძლავრის გაზრდა იგეგმება - პროექტი
ზაჰესის სიმძლავრის გაზრდა იგეგმება - პროექტი

ზაჰესის სიმძლავრის გაზრდა იგეგმება - პროექტი

BM.GE1 ივნისი, 2026, 22:46|bm.ge

სს „ენერგო პრ ჯორჯია გენერაციამ“ ზემო ავჭალის ჰესის (ზაჰესი) ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკრინინგის ანგარიში მოამზადა. აღნიშნული ჰესის ერთ-ერთი ჰიდროაგრეგატის მოდერნიზაციასა და ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის გაზრდას ითვალისწინებს.

დოკუმენტის მიხედვით, პროექტის მიზანია არსებული ინფრასტრუქტურის განახლება თანამედროვე ტექნოლოგიური და გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად.

ზემო ავჭალის ჰესი თბილისისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე მდებარეობს და ამჟამად ექვსი ტურბინა-გენერატორით ოპერირებს. მათი ჯამური სიმძლავრე 38.6 მეგავატს შეადგენს.

დაგეგმილი სამუშაოები შეეხება ნომერ მეხუთე ჰიდროაგრეგატს. პროექტის ფარგლებში საბჭოთა წარმოების „ელექტროსილას“ გენერატორი ჩანაცვლდება ახალი სინქრონული გენერატორით. მოდერნიზაციის შედეგად აღნიშნული აგრეგატის ნომინალური სიმძლავრე 12 მეგავატიდან 13.8 მეგავატამდე გაიზრდება, ხოლო ჰესის საერთო დადგმული სიმძლავრე 40.4 მეგავატს მიაღწევს.

სკრინინგის ანგარიშის თანახმად, სიმძლავრისა და ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდა ტექნიკური მარგი ქმედების კოეფიციენტის გაუმჯობესებით იქნება მიღწეული. ამასთან, მდინარე მტკვრიდან წყალაღების მაქსიმალური მოცულობა და ჰესის ჰიდროლოგიური რეჟიმი უცვლელი დარჩება.

გარდა ამისა, შეიცვლება ზეთსადაწნეო დანადგარიც. თუ არსებული სისტემა 7 ტონა ზეთს იყენებს, ახალი დანადგარისთვის საჭირო მოცულობა მხოლოდ 0.9 ტონა იქნება. კომპანიის შეფასებით, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს გენერატორების საპოხი ზეთების სახით წარმოქმნილ ნარჩენებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამუშაოები მთლიანად არსებული სამანქანო დარბაზის შიგნით განხორციელდება და ღია სამშენებლო ან მიწის სამუშაოები არ იგეგმება. შესაბამისად, არ არის მოსალოდნელი ატმოსფერულ ჰაერში მტვრის გაფრქვევა ან ნიადაგის ნაყოფიერი ფენის დაზიანება.

რეაბილიტაციის სამუშაოებს სს „ეპ ჯორჯია გენერაციის“ პერსონალი განახორციელებს. კომპანიას მსგავსი გამოცდილება უკვე აქვს, რადგან ანალოგიური მოდერნიზაცია ადრე №6 ჰიდროაგრეგატზეც ჩატარდა.

დოკუმენტის მიხედვით, ახალი გენერატორის წარმოების, ტრანსპორტირების, ძველი დანადგარის დემონტაჟისა და ახალი სისტემის მონტაჟ-გაშვების სრული პროცესი დაახლოებით 1.5 წელს გასტანს. ამ პერიოდში №5 ჰიდროაგრეგატი ექსპლუატაციიდან დროებით იქნება გამოთიშული.

ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ძველ ჰიდროენერგეტიკულ ობიექტს წარმოადგენს. მშენებლობა განხორციელდა 1923–1926 წლებში. ექსპლუატაციაში გაშვება მოხდა 1927 წელს, ხოლო სრული საპროექტო სიმძლავრით ფუნქციონირება დაიწყო 1938 წლიდან.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კომპანია Acer-მა ორი ახალი ჭკვიანი სათვალე წარადგინა

კომპანია Acer-მა ორი ახალი ჭკვიანი სათვალე წარადგინა

BM.GE

Acer-მა Snapdragon C ჩიპით აღჭურვილი ბიუჯეტური ლეპტოპი წარადგინა

Acer-მა Snapdragon C ჩიპით აღჭურვილი ბიუჯეტური ლეპტოპი წარადგინა

BM.GE

"დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აბსოლუტურად გამჭირვალედ ფუნქციონირებს, იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს საქმეს" - კახა კალაძე კორუფციაზე

"დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აბსოლუტურად გამჭირვალედ ფუნქციონირებს, იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს საქმეს" - კახა კალაძე კორუფციაზე

BM.GE

Dell-მა Apple-თან კონკურენციისთვის ახალი ლეპტოპი XPS 13 წარადგინა

Dell-მა Apple-თან კონკურენციისთვის ახალი ლეპტოპი XPS 13 წარადგინა

BM.GE