მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი კომპლექსის პროექტის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი კომპლექსის პროექტის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი კომპლექსის პროექტის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

BM.GE4 ივნისი, 2026, 02:42|bm.ge

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის მომზადების ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.

ამის მიზეზი დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზი გახდა, რომლის მიხედვითაც, სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ ფართზე იმ ინფრასტრუქტურის მოწყობა ვერ იქნებოდა შესაძლებელი, რომელიც მოთხოვნილი იყო.

საქმე ისაა, რომ უნდა მომზადდეს 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 4 773 214 ლარია. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. ზესტაფონში, ნიკო ნიკოლაძის I შესახვევი 15დ-ში. საპროექტო ტერიტორიის ჯამური ფართობი კი, შეადგენს 28 755 კვ.მ-ს.

“სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტიპური სპორტული კომპლექსის და კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ კომპლექსში შემავალი ძირითადი შენობების არქიტექტურულ და საინჟინრო გადაწყვეტებს, არამედ მათთან დაკავშირებული თანმდევი ინფრასტრუქტურის, მათ შორის: ღია მოედნების, სადგომების, განათების, უსაფრთხოების სისტემებისა და სხვა აუცილებელი კომპონენტების სრულყოფილ დაგეგმარებას”, - წერია დოკუმენტაციაში.

პროექტის შემუშავების მიზნით პირველი ტენდერი 1 აპრილს გამოცხადდა და შემდეგ შეწყდა, ვინაიდან დაინტერესებული პირები წერდნენ, რომ მულტიფუნქციური შენობების პროექტის დავალება არ შეესაბამებოდა მიწის ნაკვეთების ფართობს. “ტერიტორიაზე ორი მოედნის განთავსება (გასახდელები და სხვ.) თავისი ინფრასტრუქტურით და 500-მაყურებლიანი მულტიფუნქციური დარბაზი, ამასთანავე საცურაო აუზი - დავალებით მოცემული სივრცეები არ შეესაბამება მიწის ნაკვეთის ფართს”, - წერდა ერთ-ერთი პოტენციური პრეტენდენტი.

ხელახალი ტენდერი 29 მაისს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 24 ივნისს დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება. სამუშაოების მიწოდების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვეა მითითებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE