მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზუგდიდსა და ბათუმში ენერგო ეფექტურობის გამოფენა გაიმართება
ზუგდიდსა და ბათუმში ენერგო ეფექტურობის გამოფენა გაიმართება

ზუგდიდსა და ბათუმში ენერგო ეფექტურობის გამოფენა გაიმართება

BM.GE22 მაისი, 2026, 13:54|bm.ge

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მდგრადი ურბანული განვითარების პროექტის (SUD) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ, ზუგდიდსა და ბათუმში ენერგო ეფექტურობის გამოფენა გაიმართება.

30 მაისს გამოფენას ზუგდიდი უმასპინძლებს, ხოლო 13 ივნისს ბათუმი.

ღონისძიება წელს პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ენერგოეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებების პოპულარიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა და საზოგადოების ინფორმირება იმ პრაქტიკული გზების შესახებ, რომლებიც ენერგიის დაზოგვასა და გარემოზე ზრუნვას ბიზნესისა და საზოგადოებისთვის ყოველდღიურის ნაწილად აქცევს.

ენერგო ეფექტური გამოფენის მთავარი კომპონენტი ადგილობრივი კომპანიების ეკო პროდუქციის ექსპო იქნება. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ:

• გაეცნონ ენერგოეფექტურ და განახლებად ტექნოლოგიებს; • მიიღონ ინფორმაცია თანამედროვე სამშენებლო მასალებისა და ეკოლოგიური გადაწყვეტილებების შესახებ; • დაათვალიერონ ადგილობრივი კომპანიებისა და მწარმოებლების ინოვაციური პროდუქტები; • ჩაერთონ ინტერაქციულ აქტივობებსა და პრაქტიკულ დემონსტრაციებში.

გამოფენაზე სტუმრობა საინტერესო იქნება, როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის, მშენებლობით, რემონტითა და თანამედროვე ეკოლოგიური გადაწყვეტილებებით დაინტერესებული ნებისმიერი ვიზიტორისთვის.ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე შექმნილი შემეცნებითი და გასართობი აქტივობები.გელოდებით პირველ გამოფენაზე ზუგდიდში30 მაისი - ზუგდიდის ბულვარიგაიგე მეტი: https://bit.ly/4dHHsQ4

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები

მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები

BM.GE

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

BM.GE

Sleep Gallery თბილისში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სასტუმროების მიმართულებას აფართოებს

Sleep Gallery თბილისში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სასტუმროების მიმართულებას აფართოებს

BM.GE

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

BM.GE