მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზურაბ უტიაშვილი "მედკაპიტალის" კლინიკების გენერალურ დირექტორად დაინიშნა
ზურაბ უტიაშვილი "მედკაპიტალის" კლინიკების გენერალურ დირექტორად დაინიშნა

ზურაბ უტიაშვილი "მედკაპიტალის" კლინიკების გენერალურ დირექტორად დაინიშნა

BM.GE28 მაისი, 2026, 19:50|bm.ge

მედკაპიტალის კლინიკების გენერალურ დირექტორად ზურაბ უტიაშვილი დაინიშნა.

ზურაბ უტიაშვილი პროფესიით ექიმი/ბავშვთა ქირურგი/მეან გინეკოლოგი, 1996 წლიდან ჯანდაცვის სისტემაში საქმიანობს და სხვადასხვა პერიოდში მნიშვნელოვანი მმართველობითი და მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობები ეკავა. იყო წმინდა მიქაელის სახელობის ჰოსპიტლის დირექტორი წლების განმავლობაში ასევე დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი , საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ეკავა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დაპარტამენტის უფროსის თანამდებობა. საქართველოს მთავრობის კანცელარიაში იყო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უფროსი მრჩეველი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი.

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და მადლობები 2008 წლის ომის დროს ჯანდაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და დამსახურებისთვის.

"ზურაბ უტიაშვილის პროფესიული გამოცდილება, მმართველობითი ხედვა და სფეროს სიღრმისეული ცოდნა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კლინიკა „მედკაპიტალის“ შემდგომ განვითარებაში, სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და პაციენტებისთვის თანამედროვე და ეფექტური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაში."- აღნიშნავენ კლინიკაში

მედკაპიტალის შესახებ:

კლინიკა „მედკაპიტალი“2012 წლიდან ფუნქციონირებს და წარმოადგენს მრაფალპროფილური ამბულატორიული მომსახურების კლინიკების ქსელს, რომელიც თბილისის მასშტაბით აერთიანებს ოთხ ფილიალს. კლინიკა აერთიანებს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო სერვისებსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას, რაც პაციენტებზე ორიენტირებული მომსახურების უწყვეტ განვითარებას უზრუნველყოფს. კლინიკა მოსახლეობას ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და თანამშრომლობს კერძო სადაზღვევო კომპანიებთან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE