მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ბულგარეთი “მსურველთა კოალიციას” ტოვებს
ბულგარეთი “მსურველთა კოალიციას” ტოვებს

ბულგარეთი “მსურველთა კოალიციას” ტოვებს

ფორმულა|formulanews.ge

ბულგარეთი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი “მსურველთა კოალიციის” წევრი აღარ იქნება. გადაწყვეტილებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევი ასაჯაროებს. ბულგარეთი ორგანიზაციას, რომლის წევრთა შორის გერმანია, იტალია და დიდი ბრიტანეთი არიან, 2025 წელს შეუერთდა.

რადევი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიწვევით, 13 ივლისს პარიზში გამართულ “მსურველთა კოალიციის” შეხვედრას უნდა დასწრებოდა, თუმცა უარი განაცხადა. მისი თქმით, “ბულგარეთის ადგილი იქ არ არის”.

“ჩვენ არ ვიქნებით კოალიციის წევრი, რომელიც დაჟინებით აგრძელებს უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების მიწოდებას. ასეთ დახმარებას არ გავუწევთ, რადგან მჯერა, რომ ამ კონფლიქტის გადაჭრა ვერ მოხდება ბრძოლის გაგრძელებით, არამედ მხოლოდ ძლიერი დიპლომატიური მისიით, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს ესკალაციას”, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა 14 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას.

რადევი, რომელიც მიმდინარე წლის 8 მაისამდე ბულგარეთის პრეზიდენტი იყო, პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნას ეწინააღმდეგება. ის თავიდან ადასტურებდა, რომ ბულგარეთი ნატოს მიერ განსაზღვრული ფინანსური დახმარების მონაწილე იქნებოდა, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანას სათანადო რესურსი არ ქონდა.

რადევი ასევე სკეპტიკურადაა განწყობილი რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების 21-ე პაკეტის მიმართ. მან ასევე წარმატებით შეძლო სანქცირებული პირების სიიდან რუსეთის პატრიარქ კირილისა და ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“ დამფუძნებელის, ვაგიტ ალეკპეროვის ამოღება. ბულგარეთმა ამ პირების სიაში შეყვანის წინააღმდეგ ვეტოს უფლება გამოიყენა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ავლაბარში კაცი მოკლეს

ავლაბარში კაცი მოკლეს

ფორმულა

თბილისის ზღვაში 6-დღიანი ძებნის შემდეგ 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაში 6-დღიანი ძებნის შემდეგ 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ფორმულა

ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ყაჩაღბის დროს ქალი შემოაკვდათ

ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ყაჩაღბის დროს ქალი შემოაკვდათ

ფორმულა

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

ფორმულა