მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. იტალიაში მაროკოელი მიგრანტის სიკვდილს მასობრივი არეულობა და პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა
იტალიაში მაროკოელი მიგრანტის სიკვდილს მასობრივი არეულობა და პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა

იტალიაში მაროკოელი მიგრანტის სიკვდილს მასობრივი არეულობა და პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა

ფორმულა|formulanews.ge

იტალიის ქალაქ ბოლონიაში საპროტესტო აქცია პოლიციასთან მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოქალაქეთა პროტესტი 42 წლის მაროკოელი მიგრანტის, აბდერაჰიმ ფაკირის, გარდაცვალებას მოჰყვა. ის 19 ივლისს, სამართალდამცველების მიერ დაკავების დროს, გარდაიცვალა.

პოლიცია ადგილზე მეზობელმა გამოიძახა, რადგან, მისი თქმით, ფაკირი აგრესიულად იქცეოდა. მოქალაქის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ მიწაზე პირქვე დაგდებული ფაკირი დახმარებას ითხოვს, სანამ პოლიციელები მისთვის ხელბორკილების დადებას ცდილობენ.

კადრებში ასევე ჩანან სამოქალაქო პირი, რომელიც სამართალდამცველებს ეხმარება, და პარამედიკოსები, რომლებიც პროცესს გვერდიდან აკვირდებიან. რამდენიმე წუთში, როდესაც პოლიციელმა შეამჩნია, რომ დაკავებული უგონოდ იყო, მისი მოსულიერება სცადა, თუმცა ფაკირი გონს ვეღარ მოვიდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, მას ასთმა და გულის პრობლემები აწუხებდა.

პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით. სამართლებრივი შეფასება მიეცემა როგორც ადგილზე მყოფი პოლიციელების, ისე მედიკოსების ქმედებებს.

ტრაგედიის შემდეგ ბოლონიის მერმა, ოპოზიციური „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელმა მატეო ლეპორემ, მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდა. 21 ივლისს გამართულ აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

თუმცა, პროტესტმა მშვიდობიანი ხასიათი მალევე დაკარგა — დაახლოებით ასმა დემონსტრანტმა პოლიციელებს ბოთლები, პეტარდები და სხვადასხვა საგანი დაუშინა. ძალოვნებმა საპასუხოდ ძალა გამოიყენეს. პროკურატურის მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 60-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პესკოვი: პუტინმა, გასცა მითითება - 3 დღის განმავლობაში კიევზე დარტყმები არ განხორციელდეს

პესკოვი: პუტინმა, გასცა მითითება - 3 დღის განმავლობაში კიევზე დარტყმები არ განხორციელდეს

ფორმულა

გარემოს ეროვნული სააგენტო: 7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტო: 7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი

ფორმულა

ხარაგაულის მერია: მოვარდნილმა წყალმა ნაშალი ქვა-ღორღის მასა ცენტრალურ გზებზე ჩამოიტანა

ხარაგაულის მერია: მოვარდნილმა წყალმა ნაშალი ქვა-ღორღის მასა ცენტრალურ გზებზე ჩამოიტანა

ფორმულა

ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ-ს საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო

ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ-ს საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო

ფორმულა