მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. CNN: ჯეფრი ეპშტეინის მოდელების რეკრუტერი საფრანგეთში გარდაცვლილი იპოვეს
CNN: ჯეფრი ეპშტეინის მოდელების რეკრუტერი საფრანგეთში გარდაცვლილი იპოვეს

CNN: ჯეფრი ეპშტეინის მოდელების რეკრუტერი საფრანგეთში გარდაცვლილი იპოვეს

ფორმულა|formulanews.ge

მოდელების რეკრუტერი დანიელ სიადი ორშაბათს, პარიზის გარეუბანში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, — ამის შესახებ ნანტერის სასამართლოს პროკურორის მოადგილემ ოთხშაბათს CNN-ს განუცხადა.

სიადი წლების განმავლობაში ჯეფრი ეპშტეინს სხვადასხვა მოდელის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა და მათთან შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფდა.

გარდაცვალების მიზეზის დასადგენად პროკურატურამ ავტოფსია დანიშნა.

CNN-თან ინტერვიუში სიადი აცხადებდა, რომ არ ჰქონდა საფუძველი ეფიქრა, თითქოს ის ორი ქალი, რომლებიც მან ეპშტეინს წარუდგინა და რომლებმაც მოგვიანებით მასზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს, მართლაც მისი მსხვერპლები იყვნენ.

ის ეპშტეინთან საქმიან ურთიერთობას 2008 წელს, სექსუალური დანაშაულებისთვის მისი გასამართლების შემდეგაც აგრძელებდა — ეპატიჟებოდა სხვადასხვა ღონისძიებაზე და საკუთარი კომპანიის სახელით მასთან თანამშრომლობდა. სიადის თქმით, ეპშტეინი არწმუნებდა, რომ მსგავსი შემთხვევა აღარასდროს განმეორდებოდა არცერთ ქალთან, რომელიც მას სიადის რეკომენდაციით გაიცნობდა.

სიადი ასევე ამტკიცებდა, რომ დარწმუნებული იყო, თითქოს ეპშტეინი Victoria’s Secret-ისა და სამოდელო სააგენტო MC2-ის ქასთინგ-დირექტორი იყო. CNN-ის ინფორმაციით, ამ განცხადების დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ მოიძებნა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, სიადი ეპშტეინს რეგულარულად უგზავნიდა იმ ახალგაზრდა ქალების ფოტოებს, რომლებსაც მოგზაურობის დროს ეცნობოდა. უწყების ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი ფოტოებზე პროვოკაციულ პოზებში იყო გადაღებული.

CNN-ის პარტნიორი ტელეარხის, BFMTV-ის ცნობით, სიადის სახელი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ეპშტეინის საქმის მასალებში 2 000-ზე მეტჯერ ფიგურირებს.

სიადს თავადაც სექსუალურ ძალადობაში ედებოდა ბრალი. ერთ-ერთმა მოდელმა ის გაუპატიურებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შემთხვევა 1990 წელს, საფრანგეთში მუშაობის პერიოდში მოხდა. სიადი ბრალდებას უარყოფდა.

გაზიარება:
F

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა

პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა

ფორმულა

NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ

NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ

ფორმულა

ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა სექტემბრიდან განახლდება

ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა სექტემბრიდან განახლდება

ფორმულა

მარნეულში შუახნის კაცმა ოჯახის წევრები დანით დაჭრა

მარნეულში შუახნის კაცმა ოჯახის წევრები დანით დაჭრა

ფორმულა