მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. აშშ-მა სავაჭრო პარტნიორებს ახალი 10%-იანი და 12.5%-იანი ტარიფები დაუწესა
აშშ-მა სავაჭრო პარტნიორებს ახალი 10%-იანი და 12.5%-იანი ტარიფები დაუწესა

აშშ-მა სავაჭრო პარტნიორებს ახალი 10%-იანი და 12.5%-იანი ტარიფები დაუწესა

ფორმულა|formulanews.ge

ტრამპის ადმინისტრაციამ 60 სავაჭრო პარტნიორისგან იმპორტირებულ საქონელზე ახალი 10%-იანი და 12.5%-იანი ტარიფები დააწესა. ტარიფების სიაში აშშ-ის იმპორტი თითქმის მთლიანობაში შედის.

ახალი ტარიფები, რომლებიც Federal Register-ის ოფიციალურ უწყებაში გამოქვეყნდა, აშშ-ის იმპორტის 99.4%-ს ფარავს. სია მრავალ გამონაკლისს მოიცავს ნავთობის და გაზის, სასუქების და გარკვეული კვების პროდუქტების სახით.

ახალი ტარიფები, რომლებიც პარასკევს ვადაგასულ იდენტურ პაკეტს ანაცვლებს, ეფუძნება აშშ-ის ბრალდებას, რომ ეკონომიკური პარტნიორების უმრავლესობამ ვერ შეძლო იძულებითი შრომის პრობლემასთან გამკლავება.

აშშ-ის ვაჭრობის ექსპერტმა კაროლინ ფროინდმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „არ ეხება იძულებით შრომას“ და ტრამპი უბრალოდ „სამართლებრივ საბაბს ეძებს ტარიფების დასაწესებლად“.

„ვფიქრობ, ისინი (აშშ-ის ადმინისტრაცია) სამართლებრივ მიზეზს ეძებდნენ ტარიფების დასაწესებლად და მათ შესანარჩუნებლად, რადგან მათი მიზნები სავაჭრო დეფიციტის და ამერიკული წარმოების გარშემოა, და არა იძულებითი შრომის.”

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტარიფებით დაზარალებულმა ქვეყნებმა შეძლონ იმის დამტკიცება, რომ იძულებითი შრომით წარმოებული პროდუქციის იმპორტის აღსაკვეთად საკმარისი ზომები აქვთ მიღებული”, - განუცხადა მან BBC-ს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, ბრიტანული კომპანიებისთვის სატარიფო განაკვეთი არ შეცვლილა და ბრიტანული წარმოება ამ ცვლილებას ვერ იგრძნობს. მთავრობის სპიკერმა იძულებით შრომასთნ დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მკაცრ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა.

გადაწყვეტილება ბევრმა ქვეყანამ გააკრიტიკა. ბრაზილიისა და ავსტრალიის ადმინისტრაციებმა ახალ 12.5%-იან განაკვეთს „უსაფუძვლო“ უწოდეს. იაპონიის მთავრობამაც შეშფოთება გამოხატა ახალი ტარიფების გამო.

ჩინეთმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება ცალმხრივი ტარიფების ნებისმიერ ფორმას და უარყო იძულებითი შრომის შესახებ ბრალდებები. ჩინეთს და აშშ-ს 24 ივლისამდე მოქმედ ტარიფების პირობებში ერთგვარი ტარიფების ომი ქონდათ, რომელიც ამჟამად შეჩერებულია.

„ჩინეთში არ არსებობს ე.წ. იძულებითი შრომა და ჩვენ ვეწინააღმდეგებით ასეთი ბრალდების პოლიტიკური მანიპულაციების საბაბად გამოყენებას“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა.

გასათვალისწინებელია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა საერთაშორისო ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ჩინეთში იძულებითი შრომა ნამდვილად არსებობს. გარდა ამისა, აშშ ჩინეთს შრომით ბანაკებში უიღური უმცირესობების იძულებით დაკავებაში ადანაშაულებს.

აშშ-ის ადმინისტრაცია შესაძლოა დამატებითი ტარიფების დაწესებისთვის ემზადებოდეს. ამჟამად დაკვირვების ქვეშაა 16 ქვეყანა (რომლებიც აშშ-ის იმპორტის უდიდეს ნაწილს შეადგენენ) ჭარბი წარმოების ბრალდებით.

გაზიარება:
F

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინის სამხედრო ფლოტმა NATO-ს ძალების მართვის უფლება მიიღო

უკრაინის სამხედრო ფლოტმა NATO-ს ძალების მართვის უფლება მიიღო

ფორმულა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა

ფორმულა

ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა

ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა

ფორმულა

ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა

ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა

ფორმულა