მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგან
ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგან

ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგან

ფორმულა|formulanews.ge

ახალი მოძრაობის შექმნას წინ უძღოდა 22 ივლისს კომიკოს ონისე ოქრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმა. ინციდენტს წინ დართო პროსახელისუფლებო მედიით გავრცელებული ვიდეომასალა იუტუბ-შოუდან, სადაც კომიკოსმა პოპულარული მწერლის, ნოდარ დუმბაძის სახელი უცენზურო კონტექსტში ჰიპოთეტურად ახსენა.

თავად ოქრიაშვილი აღნიშნავდა, რომ პროპაგანდა მის წინააღმდეგ ხალხს აეზებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი, 39 წლის ნიკო ხურცილავა პოლიციას თავად ჩაბარდა. მას ძალადობის მუხლით წაუყენეს ბრალი, ხოლო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ „ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი“. ასე უპასუხა მან რადიო თავისუფლების შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა ახალი მოძრაობის დაფუძნებას, რომელის წევრებიც მზად არიან „ეროვნული იდენტობა“ დაიცვან „საჭიროების შემთხვევაში ციხეში წასვლითაც“ კი. „ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი, ეკლესიისადმი ასეთი შეკითხვის დასმაც კი უხერხულია.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში საეკლესიო სიწმინდეებისადმი უდიერი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება მრავალჯერ გამოვლინდა, რაზეც მორწმუნე საზოგადოებას გულისტკივილი არაერთხელ გამოუთქვამს. მნიშვნელოვანია, რომ აზრის გამოთქმის დროს ადამიანებმა შეურაცხყოფა არ მიაყენონ სხვების ღირებულებებსა და სიწმინდეებს, მეორე მხრივ კი, ამა თუ იმ მოძრაობისა თუ კერძო პირის მიერ სიწმინდეებისა და ღირებულებების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგან, აგრესიისა და კანონის დარღვევისგან“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლების.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთმა ზაპოროჟიე დრონებით დაბომბა - დაშავდა დედა და 10 წლის შვილი

რუსეთმა ზაპოროჟიე დრონებით დაბომბა - დაშავდა დედა და 10 წლის შვილი

ფორმულა

დრონებმა სარატოვში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და „ოზონის“ ცენტრი დააზიანეს

დრონებმა სარატოვში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და „ოზონის“ ცენტრი დააზიანეს

ფორმულა

ამაღლობელი: რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება

ამაღლობელი: რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება

ფორმულა

მამუკა მამულაშვილი აცხადებს რომ ფარცხალაძის სამხედრო ღირებულება სრულიად ნულის ტოლია

მამუკა მამულაშვილი აცხადებს რომ ფარცხალაძის სამხედრო ღირებულება სრულიად ნულის ტოლია

ფორმულა